როგორი იქნება ავტობუსის გაჩერებებზე ახალი მოსაცდელები - მერია მშენებლობაზე ტენდერს აცხადებს (+ფოტო)

03 Sep 2021 12:45

დედაქალაქში, ავტობუსის რამდენიმე გაჩერებაზე ახალი გადახურული მოსაცდელები მოეწყობა.


თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ 50 ახალი მოსაცდელის მშენებლობის შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 19 სექტემბერს დაიწყება და 24 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებს 1.294 მლნ ლარს შეადგენს.


დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მიმწოდებელმა 50 ახალი მოსაცდელის მშენებლობა ეტაპობრივად, 2022 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.


„მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოება უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების სრული დაცვით“ - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.


mosac4-1630651048.jpg


წყარო:  " ინტერპრესნიუსი: 




კომენტარები:

ფართი შოპი