ხობის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში სტიქიამ პრობლემები შექმნა

03 Sep 2021 13:25

ხობის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: ჭალადიდში, ახალ სოფელსა და შავღელეში სტიქიამ პრობლემები შექმნა. დაიტბორა ეზოები, ქუჩები და სავარგულები. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზეც შეაღწია. სპეციალური ტექნიკა მუშაობას დილიდანვე შეუდგა, იწმინდება სანიაღვრე არხები.


ადგილზე მერის მოადგილეები შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან და ვითარებას ეცნობიან.


„ძლიერმა წვიმამ რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. იმდენად ძლიერი წვიმა იყო, რომ სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის. დაზარალებულ მოსახლეობას აუცილებლად დავეხმარებით,“ - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მახარე ჩოკორაიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი