თენგიზ ცერცვაძე: დღეს, საქართველო სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ იყოს, დღეში არა 70-80, არამედ 5-6 გარდაცვლილი გვეყოლებოდა

03 Sep 2021 13:55

დღეს, საქართველო სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ იყოს, დღეში არა 70-80, არამედ 5-6 გარდაცვლილი გვეყოლებოდა, - ამის შესახებ „ქრონიკას“, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.


მისი თქმით, საჭიროა რეგულაციების შესრულება და ასევე აუცილებელია თითოეულმა ადამიანმა დაიცვას თავისი თავი, ახლობლები, ოჯახის წევრები ატაროს პირბადე და დაიცვას სოციალური დისტანცია.


„ის, რომ, ვაქცინაცია ამცირებს დრამატულად 20-30-ჯერ მძიმე შემთხვევების რაოდენობას, ამცირებს ჰოსპიტალიზაციას, ამცირებს რეანიმაციაში პაციენტის მოხვედრის რაოდენობას და დაახლოებით 80-90 პროცენტით ამცირებს სიკვდილიანობას, ეს დადასტურებულია და არანაირ განსჯას არ ექვემდებარება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი