კახა ქემოკლიძე - ორმა კაცმა ერთმანეთში ილაპარაკა და კობახიძემ და მდინარაძემ პრივატული, კაცური საუბარი გამოიტანეს

03 Sep 2021 15:15

„ქართული ოცნებიდან“ სხვადასხვა პოლიტიკოსი კალაძეზე ამბობს ხოლმე: საუკეთესო მერი, წარმოუდგენლად კარგი მერი. 


ამ ადამიანებმა, ეჭვი მაქვს, არ იციან, რა არის კარგი მერის ინდიკატორი - სლოგანი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, ჩემი აზრით, კლასიკური პოლიტიკური სადღეგრძელოა,- ამის შესახებ სამგორის საარჩევნო ოლქში პარტია „საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა ქემოკლიძემ ტელეკომპანია „პალიტრანისუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.


მისივე თქმით, კალაძეს საკუთარი მინუსები და პლუსები აქვს, თუმცა „კარგი მერის საერთაშორისო სტანდარტი სხვაა“.


„კალაძეს აქვს თავის პლუსები და მინუსები. სუბიექტურად კალაძის ყველაზე დიდი მინუსი არის შემდეგი: დღეს ბანერებს რომ შეხედავთ, ზედ რა აწერია- ესა და ეს კანდიდატი კალაძის გუნდში, უკაცრავად და კალაძის გუნდი რომელია? 


კალაძის გუნდი 41 არ არის?! 41 „ქართული ოცნება“ არ არის“? „ქართული ოცნება“ კობახიძე-მდინარაძე- ღარიბაშვილი და სხვები არ არიან? 


თუ ვინმეს კონკრეტულად საკუთარი გუნდის გამოწევა უნდოდა, როგორც თავის დროზე ბატონმა გახარიამ გააკეთა, ბევრად უფრო სამართლიანი და ობიექტური იქნებოდა მსგავსი ტიპის ნაბიჯის გადადგმა“, - განაცხადა ქემოკლიძემ.


ამასთან, კახა ქემოკლიძემ ისაუბრა გიორგი გახარიასა და კახა კალაძეს შორის შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ „ორმა კაცმა ერთმანეთში ილაპარაკა და კობახიძემ და მდინარაძემ პრივატული, კაცური საუბარი გამოიტანეს“.


„მერიაში თითო სართულზე 21 კამერა აყენია. ვინმეს რომ კონსპირაციული შეხვედრა სდომოდა, მერიაში მივიდოდა, მითუმეტეს გახარია?“, - განაცხადა ქემოკლიძემ.


რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების და მათ შორის ირაკლი კობახიძის განცხადებებს გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, ქემოკლიძე ამბობს, რომ კობახიძე რაც მეტს ისაუბრებს გახარიაზე, მისი პარტიისთვის უკეთესი იქნება.


„რაც მეტს ილაპარაკებს ბატონი კობახიძე, მით უკეთესი ჩვენთვის. გჯერათ, რომ ტყუილებს რომ იძახიან, რაიმე ტიპის სიმართლის მარცვალი არსებობს?“,- განაცხადა ქემოკლიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი