ბადრი ჯაფარიძე - 2 ოქტომბრიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ სრულიად ახალი სტრატეგია თბილისის განვითარების, რომელიც მორგებულია ადამიანზე და თბილისის თითოეულ მოქალაქეზე

03 Sep 2021 15:52

"ეს ადგილი არის დემონსტრირება იმისა თუ რატომ უნდა ჩამოვაცილოთ "ქართული ოცნება" თბილსის მართვას.  ეს არის სრული უგულვებელყოფა აქ მცხოვრები მოქალაქებიის. ის გეგმა, რომელიც დამტკიცებული აქვს თბილისის მერიას და საკრებულოს, საბოლოო ჯამში მოგვიტანს სრულიად გაუსაძლის პირობებს- არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომელიც დღეს აქ ცხოვრებენ, არამედ იმ ადამიანებისთვის, რომელიც ახალ სახლებში უნდა შესახლდნენ. ასეთი მშენებლობები უნდა დასრულდეს. 


მე ვაპირებ, ყველა იმ ადგილას მივიდე თბილისში, სადაც ანალოგიური მდგომარეობაა იმისათვის, რომ ყველგან ვუთხრათ ჩვენს მოქაᲚაქეებს - 2 ოქტომბრიდან ჩვენ ამას დავასრულებთ! დავასრულებთ ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას, ისეთ განაშენიანებას რომლის წყალობითაც ადამიანები იღებენ ისეთ საცხოვრისს სადაც მათ არ რჩებათ თავისუფალი სივრცეები, ჰაერი, ბინები სადაც არ აღწევს სინათლე, ამიტომ 2 ოქტომბრიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ სრულიად ახალი სტრატეგია თბილისის განვითარების, რომელიც მორგებულია ადამიანზე და თბილისის თითოეულ მოქალაქეზე.




კომენტარები:

ფართი შოპი