საქართველოში "ფაიზერით" 3 ბავშვია აცრილი - რა შემთხვევაში უნდა ჩაუტარდეთ 12 წლის ზემოთ მოზარდებს ვაქცინაცია და როდის არის კატე - ს გადაღება რეკომენდირებული?

03 Sep 2021 20:10

სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვია აც­რი­ლი, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პე­დი­ატრმა თე­მურ მი­ქე­ლა­ძემ ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში და­ა­დას­ტუ­რა. ბავ­შვებს "ფა­ი­ზე­რით" ვაქ­ცი­ნა­ცია მშობ­ლე­ბის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­უ­ტარ­დათ, ამე­რი­კის პე­დი­ატრთა ასო­ცი­ა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ით და ასე­ვე ერთ-ერთი ბავ­შვის შემ­თხვე­ვა­ში, გერ­მა­ნე­ლი ექი­მი ითხოვ­და, რომ ამ პა­ცი­ენ­ტის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ვაქ­ცი­ნა­ცია, რად­გან ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მისი სი­ცო­ცხლე რის­კის ქვეშ დამ­დგა­რი­ყო. აც­რილ არას­რულ­წლო­ვა­ნებს თან­და­ყო­ლი­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბი ჰქონ­დათ, მათ შო­რის ერთ-ერთი ორ­გა­ნო­გა­და­ნერ­გი­ლი ბავ­შვი იყო.


"აც­რი­ლი ბავ­შვე­ბი­დან ორი მათ­გა­ნი 12 წლის იყო, მე­სა­მე - 15 წლის. ერთ-ერ­თმა უკვე გა­და­ი­ტა­ნა კო­ვი­დი და საკ­მა­ოდ მსუ­ბუ­ქად, ახლა მე­ო­რე დო­ზი­თაც ავცრით. ზო­გა­დად ბოლო სამი დღეა, ბავ­შვებ­ში მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა შემ­ცირ­და. აქამ­დე დღე­ში 25-30 პა­ცი­ენტს ვი­ღებ­დი და 4-5 შემ­თხვე­ვა­ზე ჩა­მო­ვი­და. ეს, წე­სით, კარ­გი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უნდა იყოს", - ამ­ბობს ექი­მი.


მისი თქმით, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში 12 წლის ზე­ვით ბავ­შვე­ბის აცრა და­ი­წყე­ბა, ეს უნდა მოხ­დეს მხო­ლოდ იმ ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვინც რისკ-ჯგუ­ფებ­ში არი­ან. ესე­ნი არი­ან: ორ­გა­ნო­გა­და­ნერ­გი­ლი ბავ­შვე­ბი, ასე­ვე ვი­საც აქვთ შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, გა­დი­ან ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურსს, აქვთ თირკმე­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი:


"რე­კო­მენ­და­ცი­ას ვუ­წევ მხო­ლოდ რისკ-ჯგუ­ფე­ბის აც­რას "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნით, რა­მე­თუ ბავ­შვებს მა­ინც მსუ­ბუ­ქად გა­და­აქვთ ავად­მყო­ფო­ბა. კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით 4500-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი ვმარ­თე და აქე­დან მხო­ლოდ 27 ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია მქონ­და და არც ერთი ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი. ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც არ აქვთ თან­და­ყო­ლი­ლი ან ქრო­ნი­კუ­ლი პა­თო­ლო­გია, გა­და­აქვთ შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად. ამი­ტომ უნდა აიც­რან ის ბავ­შვე­ბი, ვი­საც ეს პა­თო­ლო­გი­ე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ".


მშობ­ლე­ბი ხში­რად ვერ ან­სხვა­ვე­ბენ კო­რო­ნა­ვირუს­სა და ნაწ­ლა­ვურ ინ­ფექ­ცი­ას, რად­გან ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სიმპტო­მი ფა­ღა­რა­თია. ექი­მი ამ­ბობს, რომ ამას ხში­რად ექი­მე­ბიც ვერ ხვდე­ბი­ან, რად­გან დელ­ტა შტა­მი­სა და ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ის კლი­ნი­კა ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თმა­ნეთს, ამი­ტომ უნდა მოხ­დეს კო­ვიდ­ზე ტეს­ტი­რე­ბა.


სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მშობ­ლე­ბი ხში­რად გა­მოთ­ქვა­მენ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, რომ მათ ბავ­შვს რამ­დე­ნი­მე დღეა სი­ცხე აქვს და ექი­მე­ბი "კა­ტეს“ არ უღე­ბენ.


Ambebi.ge-ს კი­თხვა­ზე, რა შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­და­უ­ღონ ბავ­შვს ფილ­ტვებ­ზე კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, პე­დი­ატ­რი ამ­ბობს, რომ ეს მხო­ლოდ ექი­მის გა­და­სა­წყვე­ტია.


"ეს ექიმ­მა უნდა გა­და­წყვი­ტოს, თუ ის მი­იჩ­ნევს სა­ჭი­როდ, მა­შინ უნდა ჩა­ტარ­დეს ეს კვლე­ვა, რად­გან კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ას აქვს ზედ­მე­ტი გა­მოს­ხი­ვე­ბა. სა­ერ­თოდ, ბავ­შვებ­ში ფილ­ტვე­ბის ერთი ან ორ­ქუ­ლი­ა­ნი და­ზი­ა­ნე­ბა არა­ფერს გვაძ­ლევს. პნევ­მო­ნი­ის დროს ყო­ველ­თვის არის რა­ღაც ქუ­ლე­ბი", - გვპა­სუ­ხობს პე­დი­ატ­რი.


ბავ­შვთა ასაკ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ბოლო სტა­ტის­ტი­კა კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა - 14 წლამ­დე ბავ­შვებ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია 15 პრო­ცენ­ტი, 19 წლამ­დე ახალ­გაზ­რდებ­ში კი - 20 პრო­ცენ­ტი.


ამ ეტაპ­ზე 12 წლი­დან ასა­კის ბავ­შვებ­ში მხო­ლოდ ორ ვაქ­ცი­ნას აქვს მი­ღე­ბუ­ლი მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ავ­ტო­რი­ზა­ცია - ეს არის "ფა­ი­ზე­რი“ და "მო­დერ­ნა“. ბავ­შვებ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია და­წყე­ბუ­ლია კა­ნა­და­ში, აშშ-ში, იტა­ლი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და ბელ­გი­ა­ში.


3 წლი­დან "სი­ნო­ვა­კი­თა“ და „სი­ნო­ფარ­მით“ ვაქ­ცი­ნა­ცია დაშ­ვე­ბუ­ლია ჩი­ნეთ­ში.



კომენტარები:

ფართი შოპი