ეს არის დამანგრეველი ინფლაცია განსაკუთრებით საშუალო და გაჭირვებული კლასისთვის - გიგა ბოკერია

03 Sep 2021 20:55

„ასეთ დროს, როდესაც მთავრობა უარს იძახის გადასახადების დაწევაზე მათშორის საწვავზე აქციზის, ეს არის უტიფარი განაცხადი, რომ ფეხებზე კიდიათ ის, რომ მათი პოლიტიკის ტვირთს ზიდავენ ჩვეულებრივი მოქალაქეები მათთვის გაძვირებული ცხოვრებით და შემცირებული შემოსავლებით.“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.



„ამხელა ინფლაცია ვერ აიხსნება მხოლოდ მოთხოვნის ზრდით ეკონომიკის შედარებით გახსნასთან ერთად, ეს არის დამანგრეველი ინფლაცია განსაკუთრებით საშუალო და გაჭირვებული კლასისთვის და ასეთ დროს, როდესაც მთავრობა უარს იძახის გადასახადების დაწევაზე მათშორის საწვავზე აქციზის, ეს არის უტიფარი განაცხადი, რომ ფეხებზე კიდიათ ის, რომ მათი პოლიტიკის ტვირთს ზიდავენ ჩვეულებრივი მოქალაქეები მათთვის გაძვირებული ცხოვრებით და შემცირებული შემოსავლებით.“ - განაცხადა ბოკერიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი