გიორგი გახარიამ და ODHIR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონსმა წინასაარჩევნო ვითარება განიხილეს

03 Sep 2021 21:06

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო ვითარება და პოლიტიკური გარემო. სადამკვირვებლო მისია დაინტერესდა პარტია „საქართველოსთვის“ წევრების და მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დევნის ფაქტებით.


შეხვედრას ესწრებოდნენ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრები: ნათია მეზვრიშვილი, კახაბერ ქემოკლიძე და ანა ბუჩუკური.


პარტიის წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო მისიას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია პარტიის წევრების და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული სისტემური მუქარისა და ზეწოლის ფაქტებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რეგისტრირებული კანდიდატების მიმართ ხელისუფლების მხრიდან მუქარა-ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის ტენდენცია.

პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი მეთოდების გამოყენება მნიშვნელოვნად აფერხებს პარტია „საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიას. სადამკვირვებლო მისიას ასევე მიეწოდა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამულ ხედვებზე .

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ჟილ სარფი და პოლიტიკური ანალიტიკოსი ურდულ გუნარსდოტირი.




კომენტარები:

ფართი შოპი