ბადრი ჯაფარიძე - ევროკავშირი რადგან თავს იკავებს ფულის გადარიცხვაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც ცუდი ხდება ამ ქვეყანაში - მთელი სამყაროსთვის ეს არის სიგნალი, რომ აქ საქმის კეთება არ შეიძლება

03 Sep 2021 22:23

ევროკავშირი რადგან თავს იკავებს ფულის გადარიცხვაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც ცუდი ხდება ამ ქვეყანაში. ინვესტორებისთვის და მთელი სამყაროსთვის ესაა სიგნალი, რომ ამ ქვეყანაში საქმის კეთება არ შეიძლება, - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ რუსთავში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხდა.


მისივე განცხადებით, თუკი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ისევ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, "ეს კორონავირუსის პანდემიაზე უფრო მეტად საშიში იქნება".


„ეს სამასი მილიონი ლარი მარტო ის ფული კი არ არის, რომელიც უნდა მიგეღოთ თქვენ და ჩვენს ქვეყანას, რომ არ გვაძლევს ევროკავშირი, ეს არის სიგნალი გარესამყაროსთვის, რომ ევროკავშირი რადგან თავს იკავებს ფულის გადარიცხვაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც ცუდი ხდება ამ ქვეყანაში. ინვესტორებისთვის და მთელი სამყაროსთვის ესაა სიგნალი, რომ ამ ქვეყანაში საქმის კეთება არ შეიძლება. 


ამიტომ, პრაქტიკულად ნულიდან უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია. მინდა გისურვოთ ყველას გამარჯვება 2 ოქტომბერს, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. რაც მთავარია მობილიზაცია და არ დაფრთხეთ ჩვენი მოქალაქეები მწვავე პანდემიურ ვითარებაში, თუ დაცული იქნება უსაფრთხოების ზომები. 


ჩვენ გაცილებით დიდი საშიშროება გველოდება „ქართული ოცნება“ რომ დარჩეს ხელისუფლებაში, ვიდრე პანდემიაა. პანდემიის მართვაც გაცილებით უკეთესად იქნება, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ჩამოვაშორებთ მმართველობას და მართლაც ეკონომიკურ ზრდას დაიწყებს ეს ქვეყანა, - ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება რეალური და არა ისეთი, როგორსაც ესენი გვახვევენ თავს ვითომდაც რაღაც ხდება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი