ნიკოლოზ სამხარაძე კირსტი ნარინენს შეხვდა

03 Sep 2021 22:39

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კირსტი ნარინენს შეხვდა.

 

მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს, განსაკუთრებით აღინიშნა მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის მაღალი დონე.

 

შეხვედრისას საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებზე საუბრისას, ნიკოლოზ სამხარაძემ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება 2024 წელს ევროკავშირში საქართველოს წევრობისთვის განაცხადის შესატანად.

 

მხარეებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაზე და საქართველოსა და ფინეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.

 

ყურადღება გამახვილდა ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე.

 

ნიკოლოზ სამხარაძემ კირსტი ნარინენს ფინეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


კომენტარები:

ფართი შოპი