„ჩვენი ამომრჩეველი არის ამომრჩეველი, ვინც იცის რას ნიშნავს დღეს საქართველოსთვის სახელმწიფო ფასეულობა, ვინც იცის რას ნიშნავს სამართლიანი წესრიგი, ვინც იცის რას ნიშნავს კვალიფიციური, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე. ეს არის ჩვენი ამომრჩეველი და გარწმუნებთ ასეთები ცოტანი არ არიან.“ - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ TV პირველის ეთერში.
გიორგი გახარიამ წამყვანის შეკითხვაზე ხაზგასმით უპასუხა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ნაციონალურ მოძრაობასაც ართმევს ხმებს.