,,ერთი ფაქტი მინდა აღვნიშნო, არც ერთი ამ შვიდი სხდომიდან არ ყოფილა ჩვენი ანალიზისთვის დათმობილი სხდომა, სადაც ერთად ვიმსჯელებდით ამ მასალებზე. თქვენ რეკომენდაციები დაწერეთ თვითონ, ამ ჯგუფმა და აქ არის უკვე პოლიტიკური ნაწილები, რომელშიც მე არ ვერევი, მაგრამ ეს არ არის თუნდაც კომისიის მსჯელობის შედეგი. ესეც უნდა იცოდეს საზოგადოებამ." - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა რომ მათი, როგორც კომისიაში უმრავლესობით წარმოდგენილი ჯგუფის პასუხისმგებლობაა, კომისიის სხვა წევრებთან ერთობლივი მუშაობით და შეთანხმებით იყოს გადაწყვეტილებები მიღებილი და არა მხოლოდ ერთი მხარის მიერ.
,,დავკითხოთ ის აუცილებელი მოწმეები, შემდეგ შევიკრიბოთ და გავაანალიზოთ. რაც იქნება საჭირო ის რეკომენდაციები მივიღოთ. ასევე დავამატებ, იმისთვის რომ ამ კომისიის მიმართ არსებობდეს ის აუცილებელი ნდობა, რომელიც გვჭირდება - ეს უნდა იყოს მიღებული კონსესუსით. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა, რომ მივაღწიოთ ამას. ამ საქმემ რომ მართლა მიაღწიოს თავის მიზანს, რაც არის სიმართლის დადგენა,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.