გიორგი გახარია: „ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქე და საქართველოს ამომრჩეველი მოუგებს“

04 Sep 2021 11:57

„ბიძინა ივანიშვილს გიორგი გახარია კი არ მოუგებს, ბიძინა ივანიშვილს საბოლოო ჯამში... აქ სახელებს მნიშვნელობა არა აქვს. საქართველოს მოქალაქე და საქართველოს ამომრჩეველი მოუგებს.“ -  განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბლისის მერობის კანდიდატმა TV პირველის ეთერში.

„დღეს ფაქტია, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეში არის რამდენიმე ფუნდამენტური აღქმა გამყარებული - ეს არის უიმედობის, უსამართლობის აღქმა და რაც მთავარია ადამიანები ვერ ხედავენ ხვალ და ზეგ... არაპროგნოზირებადი გარემოა. საქართველოს ამომრჩეველი ბრძენი და სამართლიანი რატომ არის იცით? ერთხელ გაძლევს შესაძლებლობას, მეორედ, მესამედ და შემდეგ ისე გიპასუხებს, როგორც თვითონ ჩათვლის სამართლიანად.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი