„მე მინდა მელიას ჩაჩოჩება მესამე ადგილზე, ოცნების ჩაჩოჩება მეორე ადგილზე. ეს მინდა.“- ასე უპასუხა გიორგი გახარიამ წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა მისი სურვილი თბილისის მერის არჩევნებში საკუთარი მონაწილეობით ნიკა მელიას მეორე ადგილიდან „ჩაჩოჩება“.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა - გიორგი გახარიამ აქტუალურ საკითხებზე TV პირველის ეთერში ისაუბრა.