გიორგი გახარია: აკაკი ბართაია, ბუტა რობაქიძის საქმეში დაზარალებული, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოში მოიგო. რამოდენიმეჯერ გააფრთხილეს, მაგრამ ვერ შეაშინეს და ზუსტად ორი კვირის წინ ოცნების დღევანდელმა ხელისუფლებამ, ზუსტად ისე, როგორც ბუტა რობაქიძის ქეისში - იარაღის ჩადებით დააკავა

04 Sep 2021 12:12

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა - გიორგი გახარიამ TV პირველის ეთერში მისი პარტიის მხარდამჭერების წინააღმდეგ განხორციელებული დევნის, ზეწოლისა და უკანონო ქმედებების შესახებ ისაუბრა.

„აკაკი ბართაია, ადამიანი, რომელიც იყო ბუტა რობაქიძის საქმეში დაზარალებული, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოში მოიგო ეს ქეისი, ზუსტად ორი კვირის წინ ოცნების დღევანდელმა ხელისუფლებამ, ზუსტად ისე როგორც ბუტა რობაქიძის ქეისში - იარაღის ჩადებით დააკავა და რატომ იცით? იმიტომ, რომ რამდენიმეჯერ გააფრთხილეს და უთხრეს, რომ პარტიას „საქართველოსთვის“ დაანებე თავი. ეს ახალგაზრდა კაცი იყო ძალიან აქტიური ხაშურში და სურამში. რამოდენიმეჯერ გააფრთხილეს, მაგრამ ნუ, ვერ შეაშინეს. იმიტომ, რომ ამ ადამიანს გამოვლილი ჰქონდა ჯერ ის, რომ ბუტა რობაქიძის საქმეში იყო აღიარებული აქაც და სტრასბურგშიც დაზარალებულად.“- ამბობს გახარია.

„ეს ხომ ფასეულობების პრობლემაა და ეს არ არის ერთი და ორი შემთხვევა. კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით - ახალციხეში, ერთ-ერთი ჩვენი მხარდამჭერი, ახალგაზრდა ადამიანი, ღირსეული ქართველი, თავისი კუთხის ღირსეული შვილი, როგორც კი ჩაერთო პარტიულ საქმიანობაში - ჩემმა დანიშნულმა გუბერნატორმა დაიბარა მისი დედა და დეიდა და ამ მიზეზის გამო დაითხოვა სამსახურიდან, რომლებიც წლების - 10-15 წლის მანძილზე მუშაობდნენ მერიაში და თან არც იცოდნენ  თავისი შვილის აქტივობის შესახებ“- განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.




კომენტარები:

ფართი შოპი