"პრეზიდენტი სააკაშვილი მიეჩვია ივანე მერაბიშვილის წამობურთავებას, თავში ხელის წამოტყაპუნებას"-გოჩა მირცხულავა

02 Jul 2018 20:40

"პრეზიდენტი სააკაშვილი მიეჩვია ივანე მერაბიშვილის წამობურთავებას. თავში ხელის წამოტყაპუნებას. ისე, ვანო შოშია არ არის, რაც იცის და არ იცის ის რომ დაფქვას. 2016 წელს ფეისბუქპოსტით პოლიტიკას “ჩამოაშორა”, გუშინ მოშნად ჩააბოზა თითქოს, მაგრამ რეალურად, მორიგი პოლიტიკური ხარაკირი გაიკეთა. 


ვის რჩება გარანტია, რომ იდეის ერთგულება - პერსონას რომ შევეშვათ - ფასდება? შესაბამისად, ენმ-ს პარტიული ცხოვრება, რომლის არსი იდეისთვის ბრძოლა უნდა იყოს, მძაფრ მერკანტელურ პასაჟებს შეიძენს. 


ვანოს რომ ეთანამშრომლა მიშა სად იქნებოდა ახლა? მერაბიშვილი ახალაიას ( იმის მიუხედავად, რომ ეს ორი პერსონა რეალურად დაპირისპირებულები იყვნენ და სხვადასხვა მსოფმხედველიბის მატარებლები არიან) ღირსებას ის წარმოადგენს, რომ ჩადენილი თუ ჩაუდენელი, დამტკიცებული თუ დაუმტკიცებელი დანაშაულისთვის სასჯელს იხდიან. რომ გამოვლენ ვერავინ ვერაფერს წამოაძახებს, მინიმუმ ამორალური იქნება, პოლიტიკასაც აქვს ზოგჯერ მორალი. სამართლებლივადაც მოუგებენ პოლემიკაში ოპონენტებს, პოლიტიკურადაც და მორალურადაც. და რა? ხმები მიუტანეს მიშას რომ ვანო გამოვა და ევროსაქებში წავა და ამის გამო “ჩარეცხა” ის, ვინც არ გაყიდა? არამგონია, ვანო ვიდრე რაღაცეებს არ გაარკვევს სადმე წავიდეს. ეს გარკვევა კიდევ პასუხის მოთხოვნა იქნება - მერწმუნეთ. ზოგადად კი, პოლიტიკა ყველაფრის კადრებაც არ გახლავთ მიზნის მისაღწევად. ჰო, უტიაშვილის ხსენებამ საერთოდ დამცა. თუმცა ქართული ხელისუფლებისა და ხელისუფლებების ალგორითმი მარტივია - მოყვარე დააჩმორე, მტერი მოყვარედ აქციე. 


ამ ალგორითმის ავტორებსა და აქტორებს ავიწყდებათ - მტერი ვერასოდეს გახდება მოყვარე. მტრად ქცეული მოყვარე კი ფარისეველ მტერზე ძლიერი და შეუპოვარია. ეს ოცნებასაც უნდა ესმოდეს. “უნდა ესმოდეს” . თუმცა ესმის რო?




კომენტარები:

ფართი შოპი