"ზოგი გაროზგეს, ზოგს შინაპიტიმრობა მიუსაჯეს. ნერვების ომში ვართ, როდის გავტყდებით და ვიტყვით, თქვენი წესებით ვიცხოვრებთო" - როგორ ცხოვრობენ ქალები აღანეთში, ქვეყნის სათავეში "თალიბანის" მოსვლის შემდეგ

04 Sep 2021 15:24

რო­გო­რია ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა ავ­ღა­ნეთ­ში, მას შემ­დეგ, რაც ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში "თა­ლი­ბა­ნი" მო­ვი­და? ცნო­ბი­ლია, რომ თა­ლი­ბე­ბი, ბოლო ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დევ­ნიდ­ნენ და და­უნ­დობ­ლად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ ქა­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც ბე­დავ­და და "რჯუ­ლის კა­ნო­ნის" მი­მართ შე­უ­რი­გე­ბე­ლი იყო.


24 წლის ლა­ტი­ფა რა­ი­ზა­და ჰყვე­ბა, თუ რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა ომში, ავ­ტო­მა­ტის ლუ­ლის პი­რის­პირ, შიმ­ში­ლის ზღვარ­ზე მი­სულ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არც წყა­ლი მო­დის, არც დე­ნია და აღარც ელე­მენ­ტა­რუ­ლი არ­სე­ბო­ბის­თვის სა­ჭი­რო პი­რო­ბე­ბი. რაც მთა­ვა­რია, იმე­დიც არ ჩანს.


დღეს ცო­ცხლე­ბი ვართ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ხვა­ლინ­დე­ლი დღე არ გაგ­ვი­თენ­დეს, რად­გან თა­ლი­ბე­ბი კარ­და­კარ და­დი­ან, სახ­ლებს ჩხრე­კენ


"ყო­ველ­დღე ერ­თმა­ნეთს ვწერთ მე­სიჯს, თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს ვუ­რე­კავთ ჩვენს მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც ახლა დევ­ნი­ლო­ბა­ში ან ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში არი­ან. დღე­ე­ბი ისე გა­დის, დენი არ არის და მა­შინ­ვე ვერ ვპა­სუ­ხობთ ერ­თმა­ნეთს. სა­ნამ სა­პა­სუ­ხო მე­სი­ჯი მოვა, თით­ქოს სა­უ­კუ­ნე გა­დის. ან სა­ნამ დენი მოვა, რომ ტე­ლე­ფო­ნი დავ­მუხ­ტოთ და შე­ვა­მოწ­მოთ ოჯა­ხის წევ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბი­სა და მე­გობ­რის­გან სი­ცო­ცხლის ნი­შა­ნი მო­ვი­და თუ არა... 


ეს ნერ­ვე­ბის ომიც არის, რო­დის გავ­ტყდე­ბით და ვი­ტყვით, ჯან­და­ბას აქ ვართ და რაც გინ­დათ, ის გვი­ქე­ნით, რო­გორც თქვენ გინ­დათ ისე იყოს, ოღონდ არ დაგ­ვხო­ცოთ და თა­ნახ­მა ვართ, თქვე­ნი წე­სე­ბით ვი­ცხოვ­რო­თო.


"თა­ლი­ბა­ნის" ავ­ღა­ნეთ­ში ქა­ლებს მხო­ლოდ შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნის უფ­ლე­ბა აქვთ


დღეს ცო­ცხლე­ბი ვართ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ხვა­ლინ­დე­ლი დღე არ გაგ­ვი­თენ­დეს, რად­გან თა­ლი­ბე­ბი კარ­და­კარ და­დი­ან, სახ­ლებს ჩხრე­კენ. ის ქა­ლე­ბი, ვინც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობ­დნენ და გაქ­ცე­ვა ვერ მა­ო­ას­წრეს, და თა­ლი­ბე­ბი სა­ხე­ზეც კი ცნო­ბენ, ზოგი გა­როზ­გეს, ზოგს კი ში­ნა­პი­ტიმ­რო­ბა ან ქუ­ჩა­ში, შე­ზღუ­დუ­ლად, ოჯა­ხის წევრ მა­მა­კაც­თან ერ­თად სი­ა­რუ­ლი მი­უ­სა­ჯეს. თა­ლი­ბებ­მა იცი­ან, რომ ეს კა­ნო­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის­თვის მებ­რძო­ლი ქა­ლე­ბის და­სა­მორ­ჩი­ლებ­ლად უე­ბა­რი წა­მა­ლი იქ­ნე­ბა", - ყვე­ბა ლა­ტი­ფა.

  • რა არის გა­მო­სა­ვა­ლი?


"გა­მო­სა­ვა­ლი ასე­თია - სა­მუ­და­მოდ ვე­გუ­ე­ბით "თა­ლი­ბა­ნის" რე­ჟიმს, რაც ნიშ­ნავს, რომ ქა­ლე­ბი მხო­ლოდ ლურჯ ბურ­კებ­ში გახ­ვე­უ­ლი მო­სი­ა­რუ­ლე გვა­მე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ზოგი, იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მშობ­ლე­ბის, და-ძმის ან ახ­ლობ­ლე­ბის­თვის სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ახ­ლა­ვე შე­ე­გუ­ოს და "ად­რინ­დე­ლი ცხოვ­რე­ბა მო­ი­ნა­ნი­ოს". 


ზოგი, მათ­თან ბრძო­ლა­ში და­ი­ხო­ცე­ბა, მაგ­რამ ვი­ღა­ცე­ებს სტი­მულს მის­ცემს და იმედს გა­უ­ჩენს. მერე თა­ლი­ბე­ბი მა­საც მოკ­ლა­ვენ, თავს მოკ­ვე­თენ, ან რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ, თა­ვად ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩა­ქო­ლა­ვენ "შა­რი­ა­თის კა­ნო­ნის" გა­დახ­ვე­ვის­თვის. ისე, რო­გორც ადრე იყო. ასე ვივ­ლით წრე­ზე, მაგ­რამ ავ­ღა­ნეთ­ში ცი­ვი­ლი­ზა­ცია ვე­რას­დროს შე­აღ­წევს...



ათე­უ­ლო­ბით ქალ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტა "თა­ლი­ბა­ნის" რე­ჟი­მი, ისი­ნი მუ­შა­ო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბას ითხო­ვენ, მაგ­რამ ეს იმი­ტომ გა­ბე­დეს, რომ "თა­ლი­ბა­ნი" ჯერ­ჯე­რო­ბით შემ­წყნა­რე­ბე­ლია, ძა­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ში არი­ან. ისი­ნი არა­ფერს პა­სუხ­პო­ბენ, რად­გან ჯერ­ჯე­რო­ბით სხვა რა­მე­ე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, ცოტა ხან­ში და­ლაგ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთ­ში და როზ­გებ­საც მო­ი­მარ­ჯვე­ბენ. "თა­ლი­ბა­ნის" ავ­ღა­ნეთ­ში ქა­ლებს მხო­ლოდ შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნის უფ­ლე­ბა აქვთ.


წყარო:  " ამბები.ge" 






კომენტარები:

ფართი შოპი