ეს ადამიანი მარტო არ იყო, როგორ ფიქრობთ, გახარიას ჩავაბარეთ ყველაფერი? ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, მთელი პარლამენტი, უმრავლესობა, პარტია, კოლექტიურად ვიღებდით გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, გუნდმა ყველაფერი გააკეთა მისთვის, დაწყებული დამფუძნებლის მხრიდან მის მიმართ გამოჩენილი ნდობისა.
„გუნდმა ყველაფერი გააკეთა ამ კაცისთვის, დაწყებული დამფუძნებლის მხრიდან მის მიმართ გამოჩენილი ასეთი ნდობისა, როცა კაცი არავინ იყო, ჩამოვიდა მოსკოვიდან, დანიშნეს ჯერ რამდენიმე ადგილას, ამხელა ნდობა მოგცეს, ამდენი რამ გასწავლეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს რომ იტყვიან და დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს იმ გუნდს, რომლის წიაღშიც 8 წელი იყო და გუნდს, რომელიც ბოლომდე გადაეფარა მას, ამდენი მძიმე დანაშაულის თუ შეცდომის და გადაცდომის შემდეგ. ჯერ ერთი მას არავინ ეკითხებოდა, მე სად დავინიშნებოდი, აქედან დავიწყოთ, მაშინ პარტიის თავმჯდომარე იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი გადაწყვეტილება იყო ჩემი დანიშვნა თავდაცვის მინისტრად. მე ჯერ კიდევ 8 წლის წინ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი და ასე, რომ მე არაფერი გამკვირვებია და ეს მისი ინტერპრეტაციებია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.