გენადი ბალანჩივაძე - მოვუწოდებ ჩემს წყალტუბოელებს, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით და 2 ოქტომბერს ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიოთ

04 Sep 2021 17:47

წყალტუბო ისტორიული ქალაქია, განათლებული ხალხით, რომლებიც ხვალინდელ დღეს განსაზღვრავენ, იღწვიან და ეფერებიან იმ ლამაზ სიმდიდრეს, რომელიც გაგვაჩნია. ეს არის ჩვენი ბალნეოლოგიური ცენტრი, სადაც განვითარებულია ტურიზმი და ამ ტურიზმით წინსვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ხვალინდელი წყალტუბო - განაცხადა „ქართული ოცნების“ წყალტუბოს მერობის კანდიდატმა გენადი ბალანჩივაძემ წარდგენაზე.


მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის და ყურადღება გაამახვილა იმ მხარდაჭერაზე, რაც წყალტუბოს აქვს.


„დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს ქალაქს და ამიტომ არის აუცილებლობაც, მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი ხვალინდელი დღისთვის. 


აუცილებლად უნდა შევეხო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმეს, რომელიც წყალტუბოს დაუდგა გვერდით. ის წინსვლა, ის სიკეთე, რომელიც აქ კეთდება, ეს ყველაფერი, ბატონი ბიძინას დამსახურებაა. 


პანდემიის დროს, როდესაც ყველაფერი შეჩერდა აქ არაფერი შეჩერებულა. 2013-2017 წლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვიყავი, დიდი გამოცდილება მაქვს. 


ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება ჩემს ქალაქში, სოფლად, რა უნდა გავაკეთოთ,  მზად ვარ გამოწვევებისთვის. დღეს უამრავი რამ კეთდება ჩვენს ქალაქში, ჩვენს მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტები, გრძელდება სამუშაოები. ჩემო წყალტუბოელებო, ჩვენ ერთად, ამ დიდ საქმეს გავაკეთებთ, გაივლის 4 წელიც და ჩვენ უკან მოხედვის არ შეგვრცხვება. 


მოვუწოდებ  ჩემს წყალტუბოელებს, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით და 2 ოქტომბერს ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიოთ.


მინდა  წარმოგიდგინოთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები: ავთანდილ მხეიძე, ხათუნა მაღლაკელიძე, დევი დოლაბერიძე, სერგო კირკიტაძე, ზურაბ მამარდაშვილი, ჯეირან ომანაძე, ომარ სინაურიძე, ალექსანდრე მიქაბაძე, ნინო ჭეიშვილი, ვეფხვია ბანძელაძე, შალვა კილაძე,  გრიგოლ მაღლაფერიძე, რევაზ დიდავა“ - განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ. 




კომენტარები:

ფართი შოპი