გიორგი გახარია:„გეგა არის ღირსეული ზუგდიდელი კაცი, რომელსაც ზუგდიდში პატივსაც სცემენ, იციან რას ნიშნავს მისი სიტყვა, მისი გაკეთებული საქმის ფასი და რას ნიშნავს მისი ჩამორთმეული ხელი’’

04 Sep 2021 20:06

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ - გიორგი გახარიამ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გეგა შენგელია წარადგინა.


„როდესაც ჩვენ რამდენიმე წლის წინ ვეძებდით ზუგდიდის მერობის კანდიდატს, მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი ვნახეთ და გეგა იყო საუკეთესო თანხვედრა კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმის - ადამიანი, რომელსაც ჰქონდა სერიოზული გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის. 


მაგრამ, რაც მთავარია - მე  მას მადლობა უნდა ვუთხრა იმ 2 წლისთვის, რომელიც ჩვენ ერთად ვიშრომეთ - ზუგდიდისთვის და ზუგდიდელებისთვის და უამრავი ერთობლივი პროექტი გავაკეთეთ, რომელიც დღეს სახეზეა და რომლითაც დღეს ზუგდიდელები სარგებლობენ. და ამას არ ვიბრალებ მარტო ჩვენ თავზე, როგორც ზოგიერთები ამას აკეთებენ - ჩვენ ეს ყველამ ერთად ერთად, გუნდურად გავაკეთეთ და აქ გეგას როლი იყო აბსოლუტურად განმსაზღვრელი და მთავარი. გეგა არის ღირსეული ზუგდიდელი კაცი, რომელსაც ზუგდიდში პატივსაც სცემენ, იცნობენ კიდევაც და იციან რას ნიშნავს მისი სიტყვა, მისი გაკეთებული საქმის ფასი და რას ნიშნავს მისი ჩამორთმეული ხელი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი