როგორ ვმართოთ გართულებელი კოვიდი სახლის პირობებში - რა იგულისხმება მდგომარეობის გაუარესებაში და რა უნდა იცოდეთ მედიკამენტებით მკურნალობაზე

05 Sep 2021 11:05

ამე­რი­კა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი ნანა გე­გეჭ­კო­რი და ზუ­რაბ გუ­რუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვი­ზი­ა­რე­ბენ დე­ტა­ლურ ინ­სტრუქ­ცი­ას და რე­კო­მენ­და­ცი­ებს, თუ რო­გორ უნდა მარ­თოს კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ვირუ­სი სახ­ლის პი­რო­ბებ­ში:


"ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ამ მოკ­ლე გზამ­კვლევ­შია მო­წო­დე­ბუ­ლი, არა­ერ­თხელ გა­მოქ­ვეყ­ნდა სხვა­დას­ხვა ფორ­მა­ტით, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, არ წყდე­ბა წე­რი­ლე­ბის უსას­რუ­ლო ჯაჭ­ვი, რომ­ლებ­შიც პა­ნი­კა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ჟი­ნე­ბით ითხო­ვენ პა­სუ­ხებს ერ­თი­და­ი­გი­ვე შე­კი­თხვებ­ზე. 


ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ამ­ჟა­მინ­დელ კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ას, გა­დატ­ვირ­თულ ჯან­დაც­ვის სექ­ტორს და დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ექი­მის კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სებს, ჩვენ, ნანა გე­გეჭ­კო­რი და ზუ­რაბ გურ­ლი კი­დევ ერთხელ ვაქ­ვეყ­ნებთ მაქ­სი­მა­ლუ­რად მარ­ტი­ვი ენით და­წე­რილ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია გა­ურ­თუ­ლე­ბე­ლი კო­ვი­დის სა­მარ­თა­ვად სახ­ლის პი­რო­ბებ­ში.


იმე­დია, ამ მოკ­ლე გზამ­კვლევს ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ და გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ.


კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბი­სას, ან ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში ქცე­ვის წე­სე­ბი:

კო­ვიდ-19-ის სიმპტო­მე­ბი ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ კო­ვი­დი შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა, მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბის კომ­პლექ­სით, ან უკვე არ­სე­ბუ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის უე­ცა­რი გამ­წვა­ვე­ბით.


  • კო­ვიდ-19-ის ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბია:

> გე­მოვ­ნე­ბის და ყნოს­ვის ნა­წი­ლობ­რივ დაქ­ვე­ი­თე­ბა, სრუ­ლი გაქ­რო­ბა ან გა­უ­კუღ­მარ­თე­ბა (როცა ყვე­ლა­ფერს მხო­ლოდ ერთი სპე­ცი­ფი­კუ­რი სუნი ან გემო აქვს, მა­გა­ლი­თად დამ­პა­ლი ხორ­ცის, დამ­წვა­რი რე­ზი­ნის და ა.შ.). ეს ორი სიმპტო­მი ყვე­ლა­ზე სპე­ცი­ფი­კუ­რია.

> ცხე­ლე­ბა, შემ­ცივ­ნე­ბა, კან­კა­ლი;

> გო­ნე­ბის და­ბინ­დვა;

> მეხ­სი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა;

> ძლი­ე­რი ზო­გა­დი სი­სუს­ტე;

> თავ­ბრუს­ხვე­ვა, თა­ვის ტკი­ვი­ლი;

> სხე­უ­ლის კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი (ხში­რად უმ­ძი­მე­სი);

> ყე­ლის ტკი­ვი­ლი, წვის შეგ­რძნე­ბა, ან ყელ­ში უცხო სხე­უ­ლის შეგ­რძნე­ბა;

ი) სურ­დო (დელ­ტა ვა­რი­ანტს ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ახა­სი­ა­თებს);

> ხვე­ლე­ბა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა;

> გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა, ღე­ბი­ნე­ბა, დი­ა­რეა, მუც­ლის ტკი­ვი­ლი;


სიმპტო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ინ­ტენ­სი­ვო­ბით იქ­ნას გა­მო­ხა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე ან ყვე­ლა სიმპტო­მის ერ­თდრო­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბა.


კო­ვიდ-19-ზე ეჭ­ვის მი­ტა­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში და თან­დარ­თუ­ლი რო­მე­ლი­მე, თუნ­დაც ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მის გა­მოვ­ლი­ნე­ბი­სას.


თვით­შე­ფა­სე­ბა კო­ვიდ-19-ის დი­აგ­ნოს­ტი­კის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა!


პირ­ველ რიგ­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბას, მკურ­ნა­ლო­ბას ან ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას არ სა­ჭი­რო­ებს!


თუ თქვენ არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბით მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფს და და­ა­ვა­დე­ბა მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს, სპე­ცი­ა­ლურ მკურ­ნა­ლო­ბას არ სა­ჭი­რო­ებთ; აუ­ცი­ლე­ბე­ლია იზო­ლა­ცია (ქარ­თუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გზამ­კვლე­ვის მი­ხედ­ვით 12 დღით).


რას გუ­ლის­ხმობს იზო­ლა­ცია? - თუ ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბულ სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ვერ ახერ­ხებთ გა­დას­ვლას, ეცა­დეთ მათ­თან (ერ­თდრო­უ­ლად) სა­ერ­თო სივ­რცით არ ისარ­გებ­ლოთ. თქვე­ნი ოთა­ხი­დან გა­მოს­ვლი­სას ატა­რეთ ორ­მა­გი ნი­ღა­ბი. 


თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ ცალ­კე სა­ცხოვ­რე­ბელ­ში იყოთ, ეს იდე­ა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა.


და­ი­წყეთ სიმპტო­მე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი აღ­წე­რა. აწარ­მო­ეთ კო­ვიდ დღი­უ­რე­ბი. კო­ვიდ დღი­უ­რე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ექიმ­მა მა­ღა­ლი სი­ზუს­ტით შე­ა­ფა­სოს და­ა­ვა­დე­ბის დი­ნა­მი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და სწო­რად გან­სა­ზღვროს ის პე­რი­ო­დე­ბი, როცა სა­ჭი­როა და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბა ან ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია.


  • კო­ვიდ დღი­უ­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი:

1. ჩა­ი­ნიშ­ნეთ პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბის და და­დე­ბი­თი ტეს­ტის და­დას­ტუ­რე­ბის დღე;


2. ტემ­პე­რა­ტუ­რის მრუ­დი. დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­ზო­მეთ ტემ­პე­რა­ტუ­რა და მო­ი­ნიშ­ნეთ დღი­ურ­ში დროს­თან ერ­თად.


3. სის­ხლში ჟანგბა­დის შემ­ცვე­ლო­ბა (სა­ტუ­რა­ცია). სა­სურ­ვე­ლია იქო­ნი­ოთ პულ­სოქ­სი­მეტ­რი. თუ ხელი არ მი­გიწ­ვდე­ბათ, არ იდარ­დოთ, ამის გა­რე­შეც გახ­ვალთ ფონს. სხვა მე­თო­დე­ბით და­აკ­ვირ­დე­ბით სა­სუნ­თქ სის­ტე­მას.


4. გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე. პულ­სის გა­ზომ­ვა, ერთი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამას ასე­ვე შეძ­ლებთ პულ­სოქ­სი­მეტ­რით ან ელექტრო­ნუ­ლი წნე­ვის სა­ზო­მი აპა­რა­ტით.


5. სუნ­თქვის სიხ­ში­რე - ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას ერთ წუთ­ში გულ­მკერ­დის სუნ­თქვი­თი მოძ­რა­ო­ბის აღ­რი­ცხვით, ან სა­კუ­თარ ჩა­სუნ­თქვის სიხ­ში­რე­ზე ყუ­რა­დღე­ბით დაკ­ვირ­ვე­ბით შეძ­ლებთ. თუ თა­ვად ვერ ახერ­ხებთ, დახ­მა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რებს სთხო­ვოთ. სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა ვი­დე­ო­ზა­რი მე­გო­ბარ­თან. სა­უ­ბა­რი გან­ყე­ნე­ბულ თე­მა­ზე სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ და­ა­ვა­დე­ბუ­ლის ყუ­რა­დღე­ბა სხვა­გან მი­მარ­თოთ და მოს­მე­ნი­სას მის გულ­მკერ­დის მოძ­რა­ო­ბებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით წუთ­ში სუნ­თქვის სიხ­ში­რე აღ­რი­ცხოთ.


6. აღ­რი­ცხეთ ყო­ვე­ლი ახა­ლი სიმპტო­მი.

ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დით თქვენს ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბას. პირ­ველ რიგ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად შე­ა­ფა­სოთ თქვე­ნი სა­წყი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა, რათა ათ­ვლის წერ­ტი­ლი­დან მი­ნი­მა­ლუ­რი გა­დახ­რის და­ფიქ­სი­რე­ბა ად­ვი­ლად მო­ა­ხერ­ხოთ. თუ ხვდე­ბით, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რძნობ­ლად უა­რეს­დე­ბა დრო­უ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს.


  • რა იგუ­ლის­ხმე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ში?

• უკი­დუ­რე­სი დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა არ გაძ­ლევთ მოძ­რა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

• შე­უძ­ლოთ ყოფ­ნის გამო ვერ იღებთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხეს და საკ­ვებს.

• გო­ნე­ბის და­ბინ­დვა.

• მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც არ ემორ­ჩი­ლე­ბა მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას.

• სუნ­თქვის გა­მო­ხა­ტუ­ლად პროგ­რე­სი­რე­ბა­დი უკ­მა­რი­სო­ბა.

  • რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა და სხვა სა­სიგ­ნა­ლო სიმპტო­მე­ბი:

> ჩვე­უ­ლებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ხდე­ბა უჩ­ვე­უ­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლი და იწ­ვევს ქო­შინს; ანუ ქო­ში­ნი მი­ნი­მა­ლუ­რი დატ­ვირ­თვი­სას.



> სუნ­თქავთ უფრო ჩქა­რა და მძი­მედ, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რივ (სუნ­თქვის სიხ­ში­რე მოზ­რდი­ლებ­ში ნორ­მა­ში არ აღე­მა­ტე­ბა 18-20-ს წუთ­ში). მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სუნ­თქვის გახ­ში­რე­ბა წუთ­ში 24 ჩა­სუნ­თქვა­ზე მეტი და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ერთ-ერთი მთა­ვა­რი სიმპტო­მია.


> ჩვე­უ­ლებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბა იწ­ვევს თავ­ბრუს­ხვე­ვას

> ვი­საც პულ­სოქ­სი­მეტრზე მი­გიწ­ვდე­ბათ ხელი, სა­ტუ­რა­ცია ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 95%. თუ სა­ტუ­რა­ცია, ოთა­ხის ჰა­ერ­ზე, <92%-ზე (მუდ­მი­ვად), ან <95%-ზე მაგ­რამ მას თან ახ­ლავს სუნ­თქვის სიხ­ში­რის მყა­რი მო­მა­ტე­ბა, პა­ცი­ენტს ესა­ჭი­რო­ე­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია.


> პრო­დუქ­ტი­უ­ლი ხვე­ლა, იგუ­ლის­ხმე­ბა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნახ­ვე­ლი, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს თან­დარ­თუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი პნევ­მო­ნია. კო­ვიდს უმე­ტე­სად მშრა­ლი ხვე­ლა ახა­სი­ა­თებს.

> ტა­ქი­კარ­დია (აჩ­ქა­რე­ბუ­ლი გუ­ლის­ცე­მა), ნორ­მა­ლუ­რი გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 100-ს წუთ­ში. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ფონ­ზე გუ­ლის აჩ­ქა­რე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მაგ­რამ არ უნდა დარ­ჩეს იგი­ვე ტემ­პე­რა­ტუ­რის ნორ­მა­ლურ ფარ­გლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას.

> ტკი­ვი­ლი, უჩ­ვე­უ­ლო სიმ­ძი­მის ან მო­ჭე­რის შეგ­რძნე­ბა გულ­მკერ­დის არე­ში.

> საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით საკ­ვებს და სი­თხეს ვერ ღე­ბუ­ლობთ კუჭ­ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის სიმპტო­მე­ბის გამო.

> დი­ა­რე­ის და ღე­ბი­ნე­ბის ხში­რი ეპი­ზო­დე­ბი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ჰიდ­რა­ტა­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს.

> ქვე­მო კი­დუ­რე­ბის ასი­მეტ­რი­უ­ლი შე­შუ­პე­ბა (ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ქვე­მო კი­დუ­რე­ბის ღრმა ვე­ნე­ბის თრომ­ბო­ზი უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს). მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფის პა­ცი­ენ­ტე­ბი თა­ვი­დან­ვე მეტ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ. პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე, ასეთ­მა პა­ცი­ენ­ტებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თონ ექიმს. შე­საძ­ლე­ბე­ლია მათი ად­რე­უ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­აც მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იყოს, რად­გან მა­ღა­ლი რის­კის პა­ცი­ენ­ტე­ბი რო­მელ­თაც და­ა­ვა­დე­ბის შე­და­რე­ბით მძი­მე ფორ­მა აღე­ნიშ­ნე­ბათ, დი­ნა­მი­კა­ში ყუ­რა­დღე­ბით დაკ­ვირ­ვე­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ.

  • რის­კის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი:

> ორ­სუ­ლო­ბა;

> ასა­კი (> 65 წელ­ზე);

> მო­ხუ­ცე­ბულ­თა სახ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი;

> იმუ­ნო­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა შიდსი, სტე­რო­ი­დე­ბით ქრო­ნი­კუ­ლი თე­რა­პია, თან­და­ყო­ლი­ლი იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტე­ბი;

> ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ქრო­ნი­კუ­ლი ობსტრუქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, ას­თმა, ფილ­ტვის ფიბ­რო­ზი, ცის­ტი­კუ­რი ფიბ­რო­ზი;

> კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი რო­გო­რი­ცაა, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა, კარ­დი­ო­მი­ო­პა­თი­ე­ბი-> ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი;

> სიმ­სუქ­ნე;

> დი­ა­ბე­ტი;

> თირკმლის ქრო­ნი­კუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა;

> ღვიძ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა;

> ტვი­ნის სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი;

> ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­მენ­ცია;

> სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი რო­გო­რი­ცაა ნამ­გლი­სე­ბუ­რი ანე­მია;

> ორ­გა­ნო­გა­და­ნერ­გი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი.


რის­კის ჯგუფ­ში ყოფ­ნა არ ნიშ­ნავს კო­ვიდ-19-ის რთუ­ლი ფორ­მე­ბით გა­რან­ტი­რე­ბულ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. ეს მხო­ლოდ იმას ადას­ტუ­რებს, რომ გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კი უფრო მა­ღა­ლია იმ ადა­მი­ა­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ვი­საც არა­ნა­ი­რი რის­კის ფაქ­ტო­რი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ. არა­მიზ­ნობ­რი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია ამ ჯგუფ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია! სწო­რედ ამი­ტომ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი მდგო­მა­რე­ო­ბის დე­ტა­ლუ­რი აღ­წე­რა და კონ­ტრო­ლი.

  • კო­ვიდ-19-ის არა­მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის პრინ­ცი­პე­ბი:

უპირ­ვე­ლე­სი ოქ­როს წე­სია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, ოჯა­ხის­გან, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან იზო­ლა­ცია. იზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა კლავს!იზო­ლა­ცი­ა­ში უსაფრ­თხოდ ყოფ­ნის მთა­ვა­რი წე­სე­ბია; ბევ­რი მოძ­რა­ო­ბა, სიმ­შვი­დე და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ინ­სტრუქ­ცი­ის ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად შეს­რუ­ლე­ბა. კო­ვიდს ახა­სი­ა­თებს ძლი­ე­რი სი­სუს­ტე, დეპ­რე­სი­უ­ლი გან­წყო­ბა და ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად გან­წყო­ბის არ­ქო­ნი­სა, შეძ­ლე­ბი­დაგ­ვა­რად უნდა იმოძ­რა­ოთ. მოძ­რა­ო­ბა გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვის აცი­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო გა­რან­ტი­აა. რე­გუ­ლა­რუ­ლად, აგ­რე­სი­უ­ლად ავარ­ჯი­შეთ სა­სუნ­თქი სის­ტე­მა!


ფილ­ტვის ვარ­ჯი­შის უმარ­ტი­ვეს გზას დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ბუშ­ტე­ბის გა­ბერ­ვა წარ­მო­ად­გენს. თუ სპი­რო­მეტრზე მი­გიწ­ვდე­ბათ ხელი, ეს ვარ­ჯი­ში უფრო სა­ხა­ლი­სო ხდე­ბა. სუნ­თქვი­თი ვარ­ჯი­შე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია მათ­თვის, ვი­საც სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა.


იმოძ­რა­ვეთ რამ­დენ­საც შეძ­ლებთ. ბევ­რს არც ეზო აქვს და არც სო­ფე­ლი, ამი­ტომ ოთახ­ში მო­უ­წევს სი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ეს სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია! მოძ­რა­ო­ბა და­გი­ცავთ ქვე­მო კი­დუ­რე­ბის ვე­ნუ­რი თრომ­ბო­ზე­ბის­გან. თუ ოთახ­ში სი­ა­რულს ვერ ახერ­ხებთ, სცა­დეთ მსუ­ბუ­ქი ვარ­ჯი­შე­ბი ად­გილ­ზე. იძი­ნეთ საკ­მა­რი­სად. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და ენერ­გი­ის აღ­დგე­ნა­ში. თუ სიმ­სუქ­ნე არ გიშ­ლით ხელს, ეცა­დეთ იძი­ნოთ პირ­ჩაღ­მა.


იკ­ვე­ბეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად სრულ­ფა­სოვ­ნად! რო­გორ­მე და­ვეხ­მა­როთ ერ­თმა­ნეთს, რომ ასეთ დროს ვი­ტა­მი­ნე­ბით და ცი­ლე­ბით მდი­და­რი საკ­ვე­ბი ჰქონ­დეთ მე­ზობ­ლად მცხოვ­რებ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს. საკ­ვე­ბი და პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი შე­გიძ­ლი­ათ ერ­თმა­ნეთს კარ­თან და­უ­ტო­ვოთ. 


კონ­ტაქ­ტი უპი­რო­ბოდ უნდა იყოს დის­ტან­ცი­ის წე­სე­ბის უმ­კაც­რე­სი დაც­ვით!ცხე­ლე­ბის; კუნ­თე­ბის, სახ­სრე­ბის და თა­ვის ტკი­ვი­ლის მარ­თვა შე­იძ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. ხვე­ლის რეფ­ლექ­სის დათ­რგუნ­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, თუ ის სე­რი­ო­ზულ დის­კომ­ფორ­ტს არ გიქ­მნით.


დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­მა ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად აკონ­ტრო­ლეთ სის­ხლში გლუ­კო­ზის შემ­ცვე­ლო­ბა. დი­ა­ბე­ტი და სხვა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი მკაც­რი კონ­ტრო­ლის ქვეშ მო­აქ­ცი­ეთ და თა­ვი­დან აი­ცი­ლეთ მათი გამ­წვა­ვე­ბა.


  • მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა:

არაჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ან­ტი­კო­ა­გუ­ლა­ცი­ას ან ან­ტით­რომ­ბო­ცი­ტულ მკურ­ნა­ლო­ბას არ სა­ჭი­რო­ე­ბენ!!ან­ტი­კო­ა­გუ­ლა­ცი­ა­სა და ან­ტით­რომ­ბო­ცი­ტულ მკურ­ნა­ლო­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ას­პი­რი­ნი (იგი­ვე კარ­დი­ო­მაგ­ნი­ლი), აპიქ­სა­ბა­ნი, ქსა­რელ­ტო, კუ­მა­დი­ნი, და­ბალ­მო­ლე­კუ­ლუ­რი ჰე­პა­რი­ნი (სა­ვა­რა­დუ­დო და­სა­ხე­ლე­ბე­ბია კლექ­სა­ნი, ლო­ვე­ნოქ­სი, ენოქ­სი­პა­რი­ნი, ფონ­და­პა­რი­ნუქ­სი. სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბა უამ­რა­ვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­დეს).


გთხოვთ ნუ მი­ი­ღებთ ამ პრე­პა­რა­ტებს ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე!!

ასე შე­იძ­ლე­ბა სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოთ, რაც ისე­დაც ურ­თუ­ლეს კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის კლი­ნი­კურ კურსს გან­სა­კუთ­რე­ბით და­ამ­ძი­მებს. არა­მიზ­ნობ­რი­ვი ან­ტი­კო­ა­გუ­ლა­ცი­ის სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბე­ბია: 

თა­ვის ტვი­ნის ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ინ­სულ­ტი, სის­ხლდე­ნე­ბი ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მის სის­ხლდე­ნა. 


ეს პრე­პა­რა­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია მათ­თვის, ვი­საც სპე­ცი­ფი­უ­რი სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ღვიძ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა.


სტე­რო­ი­დე­ბი, ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი და ჰიდ­რო­კორ­ტი­ზო­ნი. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, და­დე­ბი­თი შე­დე­გი ამ პრე­პა­რა­ტე­ბით ნა­ნა­ხი იქნა მხო­ლოდ მძი­მე, ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბულ, ჟანგბად­ზე და­მო­კი­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში. ცი­ვი­ლი­ზი­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, ისი­ნი არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბი­ან მსუ­ბუ­ქი და­ა­ვა­დე­ბის სა­მარ­თა­ვად! მე­ტიც, არ­სე­ბობს ლო­გი­კუ­რი ეჭვი, რომ სტე­რო­ი­დე­ბის ნა­ად­რევ­მა, არა­მიზ­ნობ­რივ­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­უ­ა­რე­სოს და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა. სტე­რო­ი­დე­ბის ნა­ად­რე­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა და­აქ­ვე­ი­თებს იმუ­ნურ პა­სუხს და ხელს შე­უშ­ლის თქვენს ორ­გა­ნიზმს ინ­ფექ­ცი­ას­თან ბრო­ძო­ლა­ში. ასე­ვე, სტე­რო­ი­დე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ი­ცავს რთუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას. ამას­თან, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ სტე­რო­ი­დე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ­მა და არას­წო­რი დო­ზე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­უ­წყოს კუჭ­ნაწ­ლა­ვი­დან სის­ხლდე­ნის გან­ვი­თა­რე­ბას!


ნუ მი­ი­ღებთ ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე! კო­ვი­დი არ არის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცია. ის ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და მას­ზე ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი გავ­ლე­ნას ვერ ახ­დე­ნენ. 


ან­ტი­ბი­ო­ტი­კი გვჭირ­დე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ კო­ვიდ და­ა­ვა­დე­ბა რთულ­დე­ბა თან­დარ­თუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი პნევ­მო­ნი­ით ან სხვა სის­ტე­მის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით. ივერ­მექ­ტი­ნი არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლოდ არც ევ­რო­პუ­ლი არც ამე­რი­კუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის თა­ნახ­მად! 


თე­ო­რი­უ­ლად მას გა­აჩ­ნია ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, მაგ­რამ ამ ეფექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­ჭი­როა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა დაშ­ვე­ბულ თე­რა­პი­ულ­ზე ბევ­რად მა­ღა­ლი დო­ზით. ასე­თი დოზა კი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­შია! ივერ­მექ­ტი­ნის არა­მიზ­ნობ­რი­ვად, არა­თე­რა­პი­უ­ლი დო­ზე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა სი­ცო­ცხლის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს.დღეს-დღე­ო­ბით არ არ­სე­ბობს არ­ცერ­თი სპე­ცი­ფი­კუ­რი პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც კო­ვიდ-19-ის მსუ­ბუ­ქი და სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის, სახ­ლში დარ­ჩე­ნილ პა­ცი­ენ­ტებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. გარ­და მო­ნოკ­ლო­ნა­ლუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის კოქ­ტე­ი­ლი­სა რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­წუ­ხა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის.


ვი­ტა­მი­ნე­ბი. არ არ­სე­ბობს კვლე­ვა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს ‘’ც’’ ვი­ტა­მი­ნის ან მულ­ტი­ვი­ტა­მი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის მკურ­ნა­ლო­ბა­ში. არ­სე­ბობს შე­და­რე­ბით სუს­ტი და არა­პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ‘’დ’’ ვი­ტა­მი­ნის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით; თუმ­ცა მას კო­ვიდ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა­ზე გავ­ლე­ნა არ აქვს!


არ შე­შინ­დეთ! პა­ნი­კამ არ მო­გიც­ვათ და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბით თუ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არა­სა­ჭი­რო ვი­ზი­ტით მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­ი­უ­ა­რე­სოთ. თუ თქვენ არ გა­ნე­კუთ­ვე­ნე­ბით მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფს, ტეს­ტი­რე­ბა ან ექიმ­თან ვი­ზი­ტი მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის.


  • ვინ უნდა მი­მარ­თოს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრებს?

> პა­ცი­ენ­ტებ­მა სუნ­თქვის მძი­მე უკ­მა­რი­სო­ბით (მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი და დი­ნა­მი­კა­ში დამ­ძი­მე­ბუ­ლი);

> ლე­თარ­გი­ის, ძი­ლად მიგ­დე­ბის, გო­ნე­ბის სრუ­ლი და­ბინ­დვის შემ­თხვე­ვა­ში;

> გა­მო­ხა­ტუ­ლი მწვა­ვე კო­რო­ნა­რუ­ლი სიმპტო­მის ან გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის დროს, თუნ­დაც მსუ­ბუ­ქი კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას.

  • იზო­ლა­ცი­ი­დან გა­მოს­ვლის წე­სე­ბი:

* ქარ­თუ­ლი გზამ­კვლე­ვის თა­ნახ­მად, 12 დღე პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბი­დან ან და­დე­ბი­თი პსრ ტეს­ტის და­ფიქ­სი­რე­ბი­დან, უნდა იმ­ყო­ფე­ბო­დეთ იზო­ლა­ცი­ა­ში!

* იზო­ლა­ცი­ის მო­სახ­სნე­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბოლო 48 სა­ა­თი იყოს უსიმპტო­მო, ყო­ველ­გვა­რი სი­ცხის დამ­წე­ვის მოხ­მა­რე­ბის გა­რე­შე!

* გან­მე­ო­რე­ბი­თი ტეს­ტი იზო­ლა­ცი­ის მო­სახ­სნე­ლად სა­ჭი­რო არ არის!ტეს­ტი შე­იძ­ლე­ბა დიდი ხნით დარ­ჩეს და­დე­ბი­თი, პა­ცი­ენ­ტი კი გა­დამ­დე­ბი აღარ იყოს. ტეს­ტის და­დე­ბი­თო­ბას ვირუ­სის რნმ-ის ნარ­ჩე­ნე­ბი გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ და ასე­თი ნარ­ჩე­ნე­ბი და­ა­ვა­დე­ბას ვერ გა­მო­იწ­ვე­ვენ!


P.S. ფე­ის­ბუ­ქის ეს ჩა­ნა­წე­რი არ წარ­მო­ად­გენს პრო­ფე­სი­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო რჩე­ვის, დი­აგ­ნო­ზის ან მკურ­ნა­ლო­ბის შემ­ცვლელს. ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ამ პოს­ტებ­შია მო­ცე­მუ­ლი, არის მხო­ლოდ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თის. თუ თქვენ გაქვთ რა­ი­მე სა­ხის გა­და­უ­დე­ბე­ლი ან ქრო­ნი­კუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მა, და­უ­კავ­შირ­დით სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას, ან თქვენს პი­რად ექიმს!


 წყარო:  "ამბები.ge"



კომენტარები:

ფართი შოპი