"ქართული ოცნება" წარსული ფატალური შეცდომების მიუხედავად, კვლავ ზეწოლისა და დაშინების მეთოდებს მიმართავს წინასაარჩევნოდ" - გიგი წერეთელი

05 Sep 2021 15:56

"ხელისუფლება წაგების შიშით კვლავ საფიხათო მეთოდებს მიმართავს, რომელმაც წინათ ისეთი ფატალური შედეგები გამოიწვია, როგორიც ია კერზაიას გარდაცვალება იყო" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.


"მოსალოდნელი იყო და ამის ძალიან ბევრი ფაქტია, რომ ხელისუფლების საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის  ზეწოლა, დაშინება, კონკურენტებზე ზემოქმედება. ამის მაგალითია სულ ახლახანს მომხდარი ამბავი, ეს ეხება "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატს ღვანკითში და პარტიული სიის მეორე ნომერს ქალბატონ რუსუდან კოვზირიძეს, რომელიც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელია.

მას შემდეგ რაც რუსუდან კოვზირიძემ პარტიასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, მასზე პოლიტიკური შტურმი ამოქმედდა. 


პირველ ეტაპზე ქალბატონ რუსუდან კოვზირიძესთან ეგრედწოდებული ''მრჩეველები'' მივიდნენ, რომლებმაც ოპოზიციურ პარტიასთან კავშირის გაწყვეტა ურჩიეს, თუმცა უარის შემდეგ მასზე უკვე პოლიტიკური დევნა დაიწყო. 


მისი საარჩევნო კამპანიის მიზნით შვეულებაში გასვლისა და კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, ცენტრში აუდიტის სამსახური შევიდა და ხელმძღვანელისგან დოკუმენტის გადაცემა მოითხოვა. რუსუდან კოვზირიმ განუცხადა აუდიტს, რომ იზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა აუდიტის სამსახური მას დაწესებულებაში მისვლას აიძულებდა. სწორედ ამიტომ იზოლაციიდან მეექვსე დღეს რუსუდან კოვზირიძეს პისიარ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემდეგ ცენტრში მისვლა მოუწია, რა დროსაც მასთან სამართალდამცავები გამოცხადდნენ და იზოლაციის წესის დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს. რა თქმა უნდა, ქალბატონი რუსუდანი არ აპირებს კანდიდატურის მოხსნას, მაგრამ როგორც სჩანს, "ქართული ოცნება" ვერ სწავლობს ჭკუას წინა გარკვეულწილად ფატალური შემთხვევებიდან, გავიხსენეთ ია კერზაიას საქმე. 


ქალბატონ რუსუდან ჯანმრთელობას ვუსურვებ, თუმცა ყველა ამას ვერ უძლებს. რაც შეეხება თერჯოლას, არის ოპოზიციის დასაყრდენი, იქაურ კანდიდატს ზურაბ ბუცხრიკიძეს არ ჰყავს კონკურენტი ოპოზიიციდან, მხოლოდ მმართველი გუნდი ჰყავს მეტოქედ და გამარჯვების უდიდესი შანსი აქვს, სწორედ ამიტომაა "ქართული ოცნების" ამხელა ინტერესი და ზეწოლა თერჯოლისკენ მიმართული. მინდა მივმართო ამ პროცესში ჩართულ ადამიანებს, რომ პასუხისმგებლობა არავის არ ასცდება, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ არ მიაყენებენ პროცესს ჩრდილს და არ ჩაიდენენ ისეთ დანაშაულს, რომელსაც თავად ინანებენ." - განაცხადა წერეთელმა




კომენტარები:

ფართი შოპი