აუცილებელია სტუდენტები იყვნენ აცრილი, რადგან ოქტომბერში დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს - გამყრელიძე

05 Sep 2021 16:20

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი უსაფრთხო სკოლის და უნივერსიტეტების კონცეფციაზე საუბრობს და პედაგოგებს, უნივერსიტეტის ლექტორებს და სტუდენტებს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში, რათა დასწრებული სასწავლო პროცესი განახლდეს.


"სექტემბერი და ოქტომბერი უნდა იყოს აცრების ძალიან გააქტიურების 2 თვე. ახლა, მე განსაკუთრებით მინდა მივმართო პედაგოგ-მასწავლებლებს, როგორც სკოლების, ისე უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, რომ ჩვენ ეს მთავარი პროცესი ქვეყანაში - სწავლა რომ დავიწყოთ, აუცილებელია მათი მაქსიმალური რაოდენობით აცრა. უნივერსიტეტების სტუდენტები უკვე აუცილებელია, რომ იყვნენ აცრილი, რადგან ოქტომბერში დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს ქვეყანაში. განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის პირველი 5-7 კლასის ბავშვებისთვის აუცილებელია, მათ უჭირთ ეს ონლაინ სწავლა.

გაითავისოს თითოეულმა მშობელმა, ყველას ხომ უნდა, რომ ბავშვი სკოლაში დადიოდეს, აიცრას თითოეული მშობელი," - აცხადებს ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან იტერვიუში.




კომენტარები:

ფართი შოპი