ლევან არველაძე: „მალე გვექნება დახვეწილი და რეალურად განხორციელებადი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“

04 Jul 2018 16:59

თბილისის საკრებულოს წევრი ლევან არველაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დედაქალაქის მთავრობის მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებას ეხმაურება. როგორც დეპუტატი წერს დედაქალაქს მალე დახვეწილი და რეალურად განხორციელებადი გენგეგმა ექნება.


ლევან არველაძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მერიამ და პროფესიული წრეების წარმომადგენელთა დიდმა ნაწილმა, თავიდანვე პოზიტიურად შეაფასა სითი ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი გენერალური გეგმის ძირითადი კონცეფცია - მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქის შესახებ.


„მუნიციპალიტეტს ჰქონდა გარკვეული შენიშვნები, თუმცა, ინტენსიური მუშაობის შედეგად, ეს ხარვეზები მაქსიმალურად გაითვალისწინეს და აღმოფხვრეს. ასე რომ, მალე გვექნება დახვეწილი და რეალურად განხორციელებადი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც თბილისს დამსახურებულ ადგილს დაუმკვიდრებს ევროპულ ქალაქებს შორის“,- წერს ლევან არველაძე.


კომენტარები:

ფართი შოპი