მამუკა წოწერიამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალური შეხვედრები ზუგდიდის 23 სოფელში გამართა

05 Sep 2021 23:42

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ უკვე 23 სოფელში გამართა ინდივიდუალური შეხვედრა. მერობის კანდიდატი დარჩელისა და კიროვის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა. 


„მოსახლეობა დადებითად აფასებს იმ ინფრასტრუქტურულ წინსვლებს, რომელიც აღინიშნება ამ ორ ადმინისტრაციულ ერთეულში. აღსანიშნავია, რომ სრულად არის გაზიფიცირებული სოფლები. ასევე, ორივე სოფელში, ერთგან აშენდა ახალი საჯარო სკოლა, მეორეს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. უახლოეს ხანებში დაიწყება საბავშვო ბაღის მშენებლობა.  მოგვარდა რამდენიმე შიდა საუბნო გზის პრობლემა. შეხვედრაზე გამოიკვეთა ძირითადი გამოწვევები: ეს გახლავთ, ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე ჯუმზე, რა თქმა უნდა შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და გარკვეულ ნაწილში წყლის მიწოდების პრობლემები, რომელიც აუცილებლად მოხდება ჩვენს სამუშაო გეგმებში და ასევე მოსახლეობას დეტალურად მიეწოდება ინფორმაცია თუ რა პერიოდებში განვახორციელებთ ამ  პროექტების მშენებლობას“ - განაცხადა მამუკა წოწერიამ.


შეხვედრებს მერობის კანდიდატთან ერთად პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ანდრიაძე ესწრებოდნენ.





კომენტარები:

ფართი შოპი