თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

06 Sep 2021 13:25

თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ის ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მკურნალობდა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განუცხადა, მოზარდს თანხმლები დაავადებები ჰქონდა და ის კლინიკაში შესვლის დღიდან ჟანგბადდამოკიდებული იყო.


„პაციენტი გუშინ გარდაიცვალა. შემოვიდა 1-ში. ის კლინიკაში შემოსვლიდან იყო ჟანგბადდამოკიდებული. ჰქონდა თანხმლები დაავადებები: ჰიდროცეფალია, რაზეც ოპერაცია ჩაუტარდა, ასევე ფსიქომოტორული სფეროს დარღვევა, ცერემბრალური დაბლა, ჭარბწონიანობა. თავდაპირველად ფილტვის დაზიანება იყო 13-ქულიანი, რაც შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა“,- განაცხადა მაია ჩხაიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი