„ყველა პირი, ვინც ძალადობასა და მის დაგეგმვაში მონაწილეობდა, პასუხისგებაში უნდა მიეცეს.“ - გიორგი ნონიაშვილი

06 Sep 2021 14:43

„ომბუდსმენის განცხადება აბსოლიტურად სწორია და დავამატებ ერთს, რომ არამარტო მახარაძე და ცქიფურიშვილი, არამედ ყველა ის ადამიანი, ვინც ძალადობრივ ქმედებაში 5 ივლისს ან მას შემდეგ იყო ჩართული, ყველა ადამიანი პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ეს არის სახელმწიფოს არსი, რომ დანაშაულზე რეაგირება უნდა ხდებოდეს და სახელმწიფო თვალს არ უნდა ხუჭავდეს, არ ახალისებდეს ამავდროულად, რასაც ახლა სჩადის სამწუხაროდ საქართველოს მთავრობა და პრემიერმინისტრი, როცა პირდაპირ საკუთარი რიტორიკით ახალისებს ძალადობასა და ადამიანების დაპირისპირებას.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი ობდუსმენის მიმართვას.


ცნობისთვის, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიმართავს პროკურატურას, 5 ივლისის საქმეზე ზურაბ მახარაძისა და მღვდელ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ დაიწყოს სისხლისამართლებრივი დევნა. მისივე განმარტებით, ბრალის წარდგენის სამართლებრივი საფუძვლები არსებობს.




კომენტარები:

ფართი შოპი