დავით კირკიტაძე - მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით იმყოფება და ყველა მის განცხადებას ელოდება - ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში არსებობს

06 Sep 2021 15:17

მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით იმყოფება და ყველა მის განცხადებას ელოდება. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში არსებობს და არსებობს, არც თუ ნაკლები დოზით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.


როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, სააკაშვილის თითოეული განცხადება საქართველოზე ფიქრითაა გაჟღენთილი.


„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიდან ათასობით კილომეტრით შორს იმყოფება, ყველა ელოდება მის განცხადებას. ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში არსებობს და არსებობს, არც თუ ნაკლები დოზით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა ცვლილებებიც არ უნდა შეიტანონ კანონში, თავის სამშობლოზე ფიქრს მას ვერავინ აუკრძალავს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მისი თითოეული სიტყვა, განცხადება ჩვენს ქვეყანაზე ფიქრით იქნება გაჟღენთილი“, -განაცხადა კირკიტაძემ.


ამასთან, კირკიტაძემ შეაფასა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები და აღნიშნა, რომ პრემიერი საქართველოს მოქალაქეებს ზღაპრებს უყვება და ლამაზი ბანერების ქვეშ, რაღაც განვითარებას უჩვენებს.


„მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის სიღარიბე და სიდუხჭირეა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. ასე, საქართველოს მოქალაქეს არასდროს არ უჭირდა. პრემიერი მათ ზღაპრებს უყვება ტურისტულ ცენტრად ქცევაზე, უჩვენებენ ლამაზი ბანერების ქვეშ, რაღაც განვითარებას. ჩვენ ყოველდღიურად ვატყობთ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. 


70 მილიონი, რომელიც რუსთავის ბიუჯეტია, ადამიანების სოციალური პრობლემების მოგვარებას არ ემსახურება. ასევე, „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავში ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგა, რომლებმაც შარშან, მათ გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა“, - განაცხადა კირკიტაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი