რომელ ადგილებში გეგმავს თბილისის მერია ტურისტული საფეხმავლო ბილიკების მოწყობას

06 Sep 2021 15:23

თბილისის მერიამ ტურისტული - საფეხმავლო ბილიკების შესწავლის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.


სატენდერო პირობების თანახმად, წინადადების მიღება 7 სექტემბერს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 26 000 ლარია.


„შესყიდვის ობიექტი მოიცავს პოტენციური საფეხმავლო ბილიკების შესწავლას თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და თითოეული ბილიკის შესაბამისად - გეგმარების და მონიშვნით მომსახურების გაწევას, მარკირების და განვითარების კონცეფციის შემუშავებას, დეტალურ პროექტირებას და რესურსული ხარჯთაღრიცხვის შემუშავებას.

შესასწავლი მარშრუტებია:

  • წყნეთიდან (საირმის ქუჩა) - არსებულ კუს ტბა - უძოს მარშრუტთან დაკავშირება;
  • წყნეთიდან (კრავეიშვილი-რუსთაველის ქუჩების კვეთა, ავტობუსების ბოლო გაჩერების მიმდებარედ) - არსებულ კუს ტბა - უძოს მარშრუტთან დაკავშირება;
  • უძოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან (დაახლოებით აგარაკების მიმდებარედ) - კოჯორის დაკავშირება (იუნკერების ქუჩის მიმართულებით),“-აღნიშნულია სატენდერო წინადადებაში.



კომენტარები:

ფართი შოპი