საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვენაში, პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

06 Sep 2021 15:52

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა 7-9 სექტემბერს ვიზიტით ავსტრიას ეწვევა, სადაც პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

 

ღონისძიების ფარგლებში კახა კუჭავა ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ესტონეთის, სომხეთის, კამერუნის, ეგვიპტის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სლოვენიის, ნიგერიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, აზერბაიჯანის, კორეის რესპუბლიკის, თურქეთის, შვედეთის და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეებთან. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს, ასევე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარესთან, მარგარეტა სედერფელტთან, ეუთოში საქართველოს მეგობრობის ჯგუფთან და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ელეონორ ლაინთან გამართავს. კახა კუჭავა ავსტრიის კანცლერისა და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, სხვადასხვა მიღებას დაესწრება.


პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ავსტრიას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ეწვევა.




კომენტარები:

ფართი შოპი