კახა კალაძე სააკაშვილზე - გუშინდელი დღიდან მოყოლებული ვზივარ ტელევიზორთან და ვერ ვცილდები, როდის იქნება ეგ მომენტი, რომ რაღაც თქვას

06 Sep 2021 15:57

გუშინდელი დღიდან მოყოლებული ვზივარ ტელევიზორთან და ვერ ვცილდები, როდის იქნება ეგ მომენტი, რომ რაღაც თქვას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განუცხადა, რომელმაც დააანონსა, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასა და პროცესებში მის ჩართვასთან დაკავშირებით დღეს ისაუბრებს.


კალაძის თქმით, ამ საკითხზე კომენტირება არასერიოზულია.


“მაგის ჩამოსვლას ელოდება მთელი შესაბამისი სამსახურები და ჩამოვიდეს. რა თქმა უნდა, უნდა ჩამოვიდეს და პასუხი აგოს იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი”, - აცხადებს კალაძე.




კომენტარები:

ფართი შოპი