სახლიდან მუშაობა სჯობს თუ ოფისიდან?

06 Sep 2021 16:21

მართალია წლის ყველაზე ცხელი თვე გასრულდა, თუმცა მზიანი ამინდები არც სექტემბერში მოგვაკლდება. მიუხედავად იმისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გარკვეული პერიოდით მიუწვდომელია, ეს პერიოდი იდეალურია ისეთი საშუალებით მოძრაობისთვის, გადაადგილებისთვის, როგორიც ველოსიპედი, ელექტრო სკუტერი და ლონგბორდია. ჰაერზე გავლა ჯანმრთელობას საკმაოდ ბუსტავს და ენერგიითაც ავსებს ორგანიზმს. დღეს ბევრი სამუშაო დისტანციურ რეჟიმზეა გადასული და თანამშრომლებს არ ავალდებულებს ოფისში სიარულს, თუმცა ოფისის კარი მაინც ღიაა. ეს გადაწყვეტილება ნამდვილად საუკეთესო მიდგომაა, ვინაიდან დასაქმებული ადამიანი თავისით წყვიტავს რა დოზით იაროს ოფისში, კვირაში ორჯერ თუ ორ კვირაში ერთხელ, ან იქნებ თვეში ერთი ვიზიტიც საკმარისია. ეს მოცემულობა ბევრ კომპანიაში მომუშავე ადამიანებს ეხმარება საკუთარი კომფორტის მიხედვით იმოქმედოს, რაც საკმაოდ ზრდის მათ შრომისუნარიანობას.


პანდემიამ მხოლოდ დააჩქარა გარდაუვალი - კომპანიებსა და ადამიანებს უბიძგა უფრო სწრაფად გაციფრულებისკენ, საქმისა და ურთიერთობების დისტანციურად სწორად მართვისკენ, რაც ახალ უამრავ შესაძლებლობას ბადებს. პანდემიის დასრულების შემდეგ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა გაზომონ პრეპანდემიური მუშაობისა და პანდემიის დროს მუშაობის ხარისხი, ერთმანეთს შეადარონ და ამის მიხედვით იმოქმედონ. დასაქმებულისთვის საუკეთესო ალტერნატივა ისაა, როდესაც არჩევანის შესაძლებლობა აქვს, ამიტომ მეტწილად სავარაუდოა, რომ თანამედროვე ტიპის კომპანიები, სადაც საქმის წარმოებისთვის აუცილებელი არ არის 8 საათი ოფისში თუ ადგილზე ყოფნა, ადამიანებს შესაძლებლობას მისცემენ არჩევანი გააკეთონ, თუ რა დოზით ურჩევნიათ ოფისში მოსვლა.


მეორე მხრივ, მუდმივად სახლიდან მუშაობასაც შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა უარყოფითი გავლენა, ხშირად აუცილებელია გარეთ გასვლა, ადამიანებთან რეალურ დროში ფიზიკურად კომუნიკაცია, ამიტომ ჰიბრიდული მუშაობის უპირატესობა აქაც იკვეთება. დღეს, როდესაც გადაადგილება გაძნელებულია, შეიძლება ადამიანებს ნაკლები მოტივაცია ჰქონდეთ სამსახურში სიარულის, თუმცა ალტერნატივა აუცილებლად მოიძებნება. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ელექტრო სკუტერი, რომლის მეშვეობითაც მარტივად, უპრობლემოდ გადაადგილებაა შესაძლებელი. მეორე მხრივ, კი თუ შესაძლებელია, ნამდვილად სასიკეთო ამბავია თუ ადამიანი სამსახურში მისვლამდე, დილით ცოტა ფეხითაც გაივლის, რაც საშუალებას მისცემს ტვინს სამუშაო დღის დასაწყისშივე გამოიმუშაოს სეროტონინი და სალისიანად შეეგებოთ ნებისმიერ საქმეს სამსახურში.


ოფისში კვირაში ორი დღით მაინც მისვლა რეკომენდირებულია, რადგან ეს ხელს უწყობს იმას, რომ რეჟიმიდან არ ამოვარდეთ, გქონდეთ ფიზიკური კომუნიკაცია სხვა ადამიანებთა, იმოძრაოთ და საშუალება გქონდეთ სამუშაო სივრცე გამოიცვალოთ. თავის მხრივ, სახლში ყოფნა ნამდვილად კომფორტულია ყველა ჩვენგანისთვის, არ გვიწევს უამრავ დეტალზე ზრუნვა, სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე გაღვიძება, მომზადება ან დაგვიანებაზე ფიქრი. ასევე, თუ შინაური ცხოველი გვყავს, ამ საყვარელი არსებების გასახარად, მთელი დღეს სახლში ვართ. ამასთანავე, საშუალება გვაქვს სამგზავრო თუ საკვების თანხა შედარებით დავზოგოთ. დადებითი ნამდვილად ბევრია, თუმცა უარყოფითი მაინც ალბათ ფსილოგიური საკითხი უფროა, ვინაიდან სახლში მთელი დღის გატარებისას, თუკი ადამიანებთან ხშირი კომუნიკაცია არ გვიწევს, შესაძლოა ადამიანებთან გაუცხოება გამოიწვიოს. ჰიბრიდული მუშაობის ტექნიკა კი საშუალებას იძლევა მხოლოდ ბენეფიტებით ისარგებლოთ და მინიმუმამდე დაიყვანოთ უარყოფითი გამოცდილება.



კომენტარები:

ფართი შოპი