ელისო ბოლქვაძე საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს საქართველოში, აბდულა ალმუტაირს შეხვდა

06 Sep 2021 17:32

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს საქართველოში, აბდულა ალმუტაირს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა  კულტურის სფეროს ქართველ და არაბ  წარმომადგენელთა  ვიზიტების შესაძლებლობებზე  როგორც საქართველოში, ასევე საუდის არაბეთში. 

 

 „შეხვედრაზე კულტურის კომიტეტის გასვლითი ვიზიტი  ერ-რიათდში, სავარაუდოდ, მარტის თვეში დაიგეგმა. ვისაუბრეთ კულტურის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაზე. ეს იქნება ახალი შემართებით კულტურული ურთიერთობები საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის,“- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი