გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

06 Sep 2021 18:25

საქართველოს პარლამენტის იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი,  გიორგი ხელაშვილი და მეგობრობის ჯგუფის წევრი, თეონა აქუბარდია იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, სემი ასემ გოშეის შეხვდნენ.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების შესახებ იმსჯელეს და ამ კონტექსტში, ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის პოტენციალზე გაამახვილეს ყურდღება. ხაზი გაესვა მჭიდრო საპარლამენტთაშორისო კავშირების მნიშვნელობას.




კომენტარები:

ფართი შოპი