"პროკურატურა საკმაოდ დიდიხანია არის სერიოზულ ჩიხში შესული, არა მარტო ამ საქმეში, არამედ ზოგადად მთლიანად, იმიტომ რომ ისინი არ ემსახურებიან კანონს, ისინი ემსახურებიან ერთ ადამიანს და მის ბოტ პრემიერს" - მამუკა ხაზარაძე

06 Sep 2021 19:02

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო დღეს განახლდა.  მამუკა ხაზარაძის თქმით, სასამართლო პროცესების ჩანიშვნა ემსახურება წინა საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლას. ისინი პროცესებს მიზანმიმართულად ამთხვევენ ამ პერიოდს, მაგრამ მათი მცდელობა ფუჭია და მიზანს ვერ მიაღწევენ. 


"უკვე 2 წელია რაც ჩვენ ვართ მონაწილე პოლიტიზირებულ და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში, რომლის აფსურდულობა დაამტკიცა პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ექსპერტმა და ორგანიზაციამ. 


თქვენ იცით, რომ ყველა ჩვენი წინა საარჩევნო კამპანიის დროს იგეგმება სასამართლო მოსმენები. პროკურატურა საკმაოდ დიდიხანია არის სერიოზულ ჩიხში შესული, არა მარტო ამ საქმეში, არამედ ზოგადად მთლიანად, იმიტომ რომ ისინი არ ემსახურებიან კანონს, ისინი ემსახურებიან ერთ ადამიანს და მის ბოტ პრემიერს. 


ინტენსიურად სასამართლო მოსმენების ჩანიშვნა ემსახურება წინა საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლას, მაგრამ არ გამოუვათ". - მამუკა ხაზარაძე.




კომენტარები:

ფართი შოპი