,,ქართული ოცნების" სენაკის მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ ფოცხოში, მოცვის ბაღები დაათვალიერა

06 Sep 2021 19:20

,,ქართული ოცნების“ სენაკის მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ, ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან გია ადამიასთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატთან საბა ოდიშარიასთან და მაჟორიტარ კანდიდატთან კაპიტონ ტორჩინავასთან ერთად, შპს „აგროთემას“ მოცვის ბაღები დაათვალიერა.


სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერებმა სოფელ ზემო ფოცხოში, 22 ჰა მიწის ნაკვეთზე მოცვის პლანტაცია გააშენეს.


პროგრამა „დანერგე მომავლის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.


შპს „აგროთემამ“ 100 000 ლარამდე სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, რომელიც კენკროვანი კულტურის ნერგებისა და თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემისთვის იყო განკუთვნილი. პლანტაცია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებითაა მოწყობილი.


,,სენაკის მუნიციპალტეტს კენკროვანი კულტურების განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ,,ქართული ოცნების” გუნდი აქტიურად გააგრძელებს დახმარებას ფერმერებზე მორგებული პროექტებით” - აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი