სააკაშვილს სრული უფლება აქვს დაბრუნდეს სამშობლოში, იმ ქვეყანაში, რომლის განვითარებაშიც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი - გიორგი ბოტკოველი

06 Sep 2021 19:38

"ნაციონალური მოზრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტარი, თელავის მუნიციპალირეტის მერობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ახლა პარტია და მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადების მოლოდინშია. ბოტკოველის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება დაბრუნდეს სამშობლოში, რომლის განვითარებაშიც დიდი წვლილი აქვს შეტანილი. 


"მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება აქვს დაბრუნდეს სამშობლოში, იმ ქვეყანაში რომლის განვითარებაშიც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მიხეილ სააკაშვილის როლი, 2003-2012 წლებში, ამ ქვეყნის განვითარებაში არის ძალიან დიდი და მას აქვს სრული უფლება დაბრუნდეს და მისი გადაწყვეტილება როგორიც იქნება, ჩვენთვის იქნება მისაღები,"- აღნიშნა "დღის კურიერში" გიორგი ბოტკოველმა.




კომენტარები:

ფართი შოპი