პრემიერ-მინისტრი ნიჩბოსან ალექსი წივწივაძეს გამარჯვებას ულოცავს

06 Sep 2021 20:54

პრემიერ-მინისტრი ნიჩბოსან ალექსი წივწივაძეს გამარჯვებას ულოცავს.

 

როგორც მთავრობის მეთაური, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს, ასეთ ახალგაზრდა ასაკში, მსოფლიო კონკურენციის პირობებში, ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შთამბეჭდავი წარმატებაა.

 

 

„მინდა გამარჯვება მივულოცო ჩვენს საამაყო სპორტსმენს, ნიჩბოსან ალექსი წივწივაძეს.

ასეთ ახალგაზრდა ასაკში, მსოფლიო კონკურენციის პირობებში, ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შთამბეჭდავი წარმატებაა და, დარწმუნებული ვარ, მას წინ კიდევ ბევრი გამარჯვება ელის. კიდევ ერთხელ ვულოცავ პატარა ქართველ მსოფლიო ჩემპიონს და მთელ საქართველოს, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი