ანა ბიბილაშვილი - კალაძეს ქალაქის წინაშე დღემდე ჩაუბარებელი აქვს მთავარი ტესტი

06 Sep 2021 21:50

“კალაძემ ვერ ჩააბარა მთავარი ტექსტი ქალაქისა და ადამიანების წინაშე”-ასე უპასუხა “ლელოს” მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა კალაძის განცხადებას, რომელიც ნარკოტიკის პასუხსა და არჩევნებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს.



 ანა ბიბილაშვილის, თქმით მთავრი ტესტი,  რომელიც ამ წლების განმავლობაში კალაძეს უნდა ჩაებარებინა, სოციალური პრობლემების დაძლევა, ქალაქის ურბანული მდგრადი განვითარების, ადამიანების უსაფრთხოება  და რაც მთავარია დემოკრატიაა. სამწუხაროდ ეს ტესტი ჯერ კიდევ ჩასაბარებელი აქვს. 


“კალაძის განცხადება, რომლითაც ის ტოლობის ნიშანს სვამს ნარკოტესტის პასუხსა და სუფთა არჩევნებს შორის, არის ცინიზმის მწვერვალი და ადამიანების დაცინვა, იმ ადამიანებისა, რომელთა წინაშე მან ვერ ჩააბარა მთავარი ტესტი, ვერც სოციალური პრობლემების დაძლევის, ვერც მდგრადი განვითარების, ვერც ადამიანების უსაფრთხოების და რაც მთავარია ვერც დემოკრატიის ტესტი. ეს არის მერი, რომლის მმართველობის დროსაც აყვავდა კორუფცია და ნეპოტიზმი ჩვენს ქალაქში. სუფთა არჩევნები და დემოკრატიული გარემო სრულიად საწინააღმდეგოა იმისა რასაც მისი გუნდი 9 წელია ატარებს ამ ქვეყანაში,”- აღნიშნა ბიბილაშვილმა. 


მისივე თქმით, ყოვლად მიუღებელია კალაძის ინიციატივა, თუმცა ჩვენ მზად ვართ ჩავაბაროთ ყველა ტესტი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.




კომენტარები:

ფართი შოპი