"საღორე იყო და საღორედ დარჩა "ელიავას ბაზრობა!"კარგია, რომ გადააქვთ!"

07 Jul 2018 00:09

ზაზა სვანაძე, ჟურნალისტი:


_პირველი პროტესტი ელიავას ბაზრობაზე გამიჩნდა მაშინ, როდესაც სახლს ვარემონტებდი და შპალერის საყიდლად გავედი მანდ. კარგად მახსოვს, არც თუ მჭლე ვიზუალის მქონე ქალბატონს, სკამი გამოედგა თავისი სექციის წინ და სუპს ჭამდა კოჭებამდე ტალახში, შიგნით შევიხედე და კაფელებს და აბაზანის ტექნიკას ყიდდა. იქვე შეიძლება მეუღლე, ძმა, ან ვიღაც მისიანები ნარდს თამაშობდნენ- არ წვიმდა, მაგრამ ტალახი იდგა- ეს სურათი თვალიდან არ ამომდის...


ჰოდა მილიონნახევრიან ქალაქში, თუ სადმე რემონტი კეთდება მანდ მიდიან გაჯის, ქვიშის, ფილების, და აშ საყიდლად, არ შეიძლებოდა, რომ დაეკეტათ ერთი დღით,  ეგ დედაარღნიანი ტერიტორია ? ჰა ორი დღით, დაეგოთ გზა შეთანხმებულად ?! ზედმეტს გადაიხდიდნენ რამეში ? ჰოდა სუპსაც სუფთად მიირთმევდნენ და ნარდსაც ითამაშებდნენ სუფთა გარემოში ) თუ მუშებს ვერ იპოვიდნენ?


საღორე იყო და საღორედ დარჩა ეგ ადგილი!


ამიტომ კარგია, რომ გადააქვთ!


წერტილი!


კომენტარები:

ფართი შოპი