მამუკა წოწოერია მოქალაქეებს ალერტკარში შეხვდა

06 Sep 2021 23:28

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ დღეს ალერტკარის მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა.


„დღეს ინდივიდუალური შეხვედრები ალერტკარის ადმინისტრაციულ ერთეულში გავმართეთ, ვესაუბრეთ მოსახლეობას. 


აღსანიშნავია, რომ ამ სოფელში ცენტრამდე მისასვლელი კაპიტალური გზა მოეწყო, ასევე დაიწყო გაზიფიცირების პროცესი, რომელიც მალე დასრულდება. მოსახლეობასთან ერთად ვიმსჯელეთ და გამოვკვეთეთ გარკვეული გამოწვევები ეს გახლავთ პირველ რიგში წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც ძალიან მალე მოუგვარდება ცენტრალურ უბანს, ასევე გახლავთ არსებული გზის გაგრძელება, რომელიც უკავშირდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტს და შიდა საუბნო გზების მოწესრიგება. ეს სამი პრიორიტეტი საკმაოდ რეალურია, რომ უახლოეს ხანებში დავიწყოთ და მოვუგვაროთ მოსახლეობას მათი პრობლემები"-განაცხადა მამუკა წოწერიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი