გიორგი გახარია - ჩვენ თუ გვინდა ჩვენი მოქალაქეები გადმოვსვათ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს უფასო, სანამ მეტროს ინფრასტრუქტურა სრულად არ იქნება დალაგებული

07 Sep 2021 11:05

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ  და თბილისის მერობის კანდიდატმა - გიორგი გახარიამ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ თბილისში საჯარო ტრანსპორტის უფასოს გახდის, მანამ სანამ ქალაქის მეტროს განვითარების სქემა სრულად არ შესრულდება. გახარია ამბობს, რომ პარტიას მზად აქვს თბილისის მეტროს დიდ დიღომთან, ლილოსა და ქალაქ რუსთავთან დაკავშირების გეგმა, საკუთარი ფინანსური უზრუნველყოფის გეგმით და ამ პროგრამას მოსახლეობას დეტალურად წარუდგენენ.


„სანამ თბილისის მეტროს განვითარების სქემა სრულად არ იქნება ათვისებული, ჩვენ თუ გვინდა ჩვენი მოქალაქეები გადმოვსვათ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს უფასო, სანამ მეტროს ინფრასტრუქტურა სრულად არ იქნება დალაგებული. ამასთან ერთად გვჭირდება შესაბამისი თანამედროვე ავტობუსების საჭირო რაოდენობა -300 კი არა 900 !“ -ამბობს გიორგი გახარია.


„მეტრო არის ერთადერთი ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია მოქალაქეებში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაზარდოს. მეტრო ახლა მიგდებული გვაქვს. 


ჩვენ დიდ დიღომს მიმართულებით , ლილოს მიმართულებით და რუსთავის მიმართულებით თბილისის მეტროს ინფრასტრუქტურულად განვითარების გეგმა გვაქვს. მესმის, რომ ეს ძვირია, მაგრამ , ამის დაფინანსების წყაროების მოძიებაც შესაძლებელი კი არა - ამის პროგრამა უკვე გვაქვს!! და გეტყვით როგორ - თბილისი ეკონომიურად თვითკმარი ქალაქია და უკვე დროა თბილისმა თავისი სუბორდინებული ბონდები გამოუშვას. ეს არის თბილისის მომავალი ჩარჩო, 


რა თქმა უნდა დეტალურად ეს ყველაფერი ჩვენ მზად გვაქვს და ჩვენს მოქალქეებს წარვუდგენთ !“ -განაცხადა გახარიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი