პარლამენტის თავმჯდომარე ვენაში, პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კახა კუჭავა უკვე ავსტრიაში იმყოფება.
ღონისძიების ფარგლებში ის ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან გამართავს. კუჭავა შეხვდება ასევე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, ეუთოში საქართველოს მეგობრობის ჯგუფს და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს.
კახა კუჭავა ავსტრიის კანცლერისა და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, სხვადასხვა მიღებასაც დაესწრება. ვიზიტი 9 სექტემბრამდე გასტანს. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ავსტრიაში იმყოფება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძეც.
წყარო: " imedinews.ge"