ბოკერიას კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 27 ორსული მკურნალობს

07 Sep 2021 12:27

ბოლო მონაცემების თანახმად, ბოკერიას კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 27 ორსული მკურნალობს.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, ალექსი ვაჩაძემ განუცხადა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, ზოგიერთი მათგანი ჟანგბადზეა დამოკიდებული.


„მეტ-ნაკლებად მშვიდობა გვაქვს. ძალიან საყურადღებოები არიან, მნიშვნელოვანია გავყვეთ მათ სასიცოცხლო მაჩვენებლებს, ზოგი ჟანგბადზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ოქსიგენაციის შესანარჩუნებლად რაიმე მექანიზმები სჭირდებოდეს. მაინც ყველა საყურადღებოა და ახლო მონიტორინგს მოითხოვენ. მართვით სუნთქვაზე არავინ იმყოფება“, - აღნიშნავს ალექსი ვაჩაძე.




კომენტარები:

ფართი შოპი