დავით უსუფაშვილი - სააკაშვილის ამ ტიპის განცხადებები ახალი არ არის, მე ის მიკვირს, ხელისუფლება თვითმფრინავის გაგზავნას რატომ არ სთავაზობს

07 Sep 2021 13:38

ამ ტიპის განცხადებები ახალი არ არის, მე ის მიკვირს ხელისუფლება თვითმფრინავის გაგზავნას რატომ არ სთავაზობს, - ასე ეხმიანება ფრაქცია "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" დეპუტატი დავით უსუფაშვილი ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არჩევნებისთვის დაბრუნების თაობაზე.


მისითქმით, "ეს კინო ბევრჯერ ნახეს და არ აპირებენ ამ ტიპის თემებს აყვნენ".


"ის ხომ გასამართლებულია და ხელისუფლების ვალია ყველა გასამართლებული ციხეში იჯდეს. იმას უნდა ამბობდნენ, სად ხარ, რომ მოგიყვანოთ და ციხეში ჩაგსვათო, ეს იქნებოდა სახელმწიფოებრივი მიდგომა და მერე დანარჩენი პოლიტიკური ამბები", - განაცხადა უსუფაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი