„ტელეკომპანიის მიერ წინასაარჩევნო ვიდეორგოლის განთავსებაზე უარი არაკონსტიტუციურია და წარმოადგენს პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში უხეშ ჩარევას“ - გიორგი ნონიაშვილი

07 Sep 2021 13:51

„ვიდეოში ასახული ფაქტები არ ტირაჟირებს სიძულვილის ენას, ის ასახავს ქვეყნის უახლოეს წარსულში განვითარებულ მოვლენებს“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ნონიაშვილმა ჟურნალისტებს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.


„მოგეხსენებათ პოლიტიკურ პარტიებს გვაქვს უფლება და საშუალება, რომ ნებისმიერ ტელეარხზე განვათავსოთ უფასო პოლიტიკური რეკლამა და სამწუხაროდ ტელეკომპანია იმედმა უარი გვითხრა ჩვენი ვიდეორგოლი განთავსებაზე წინასაარჩევნოდ. სრულიად უსაფუძვლოდ დაასახელა მიზეზი, რომ ჩვენი ვიდეორგოლი თურმე შეიცავდა სიძულვილის ენას, თუმცა არანაირი არგუმენტაცია არ არსებობს ამისი და არაფერს არ დაყრდნობია ტელეკომპანია იმედია, როცა ჩვენი უარი გვითრა ვიდეორგოლი განთავსებაზე, რომელიც თავისი არსით შეიცავდა მოკლე, უახლესს, ისტორიულ ექსკურსს რა დამართა „ქართულმა ოცნებამ“ ამ ქვეყანას და სად არის პრობლემა, მათ შორის უახლესი წლების ძალადობრივი აქტების მიმოხილვა, რომელიც ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული და წახალისებული. 


მე მინდა გაგახსენოთ, რომ წინა არჩევნებზეც ტელეკომპანია იმედმა ასევე უსაფუძვლოდ უარი თქვა „ევროპული საქართველოს“ ვიდეორგოლის განთავსებაზე, თუმცა ორივე შემთხვევაში არ არსებობს არანაირი საკანონმდებლო საფუძველი, ჩვენი ვიდეო რგოლი არ ეწინააღმდეგება მაუწყებლის შესახებ კანონს და არც რაიმე კანონს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების შესახებ ნორმებს, ის ფარგლებში ჯდება სრულიად. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ტელეკომპანია იმედს ვუჩივლოთ და საჩივარი შევიტანოთ ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში და ამასთან დაკავშირებით ვიდავოთ, ამასთან ერთად, რადგან პრობლემა აქვთ ასეთი ტიპია და ტონალობის კლიპთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ ვალდებულება კლიპის შინაარსში შევიდნენ, მიუხედავად ამისა ჩვენ ვთავაზობთ განსხვავებულ ტონს ვიდეორგოლისა, რომელიც ბევრად უფრო რბილი და ბევრად უფრო ფუმფულაა და მოიცავს მთლიანად „ქართული ოცნების“ ძირითად მესიჯბოქსს, როგორ დუღს ეკონომიკა, როგორ ვართ მოწინავე ადგილზე კოვიდთან ბრძოლაში და ასე შემდეგ, გვაინტერესებს გაუშვებს თუ არა ტელეკომპანია იმედი ასეთ კლიპს, რომელიც „ქართული ოცნების“ რიტორიკის მიხედვითაა შექმნილი.“- განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა  





კომენტარები:

ფართი შოპი