გიორგი ბოტკოველი - მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრმა ლიდერმა ალბათ, სახლის კარები გადარაზა დამატებითი გასაღებით

07 Sep 2021 14:01

„ქართული ოცნების“ ძალიან ბევრმა ლიდერმა ალბათ, სახლის კარები გადარაზა დამატებითი გასაღებით, - ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი.


მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები მათ შიშზე მეტყველებს.


„ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის უფრო ეშინია, ვიდრე მისი დაჭერის. „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრმა ლიდერმა ალბათ, სახლის კარები გადარაზა დამატებითი გასაღებით და მათი ეს განცხადებები ნიშნავს შიშს მათი მხრიდან. რაც შეეხება მის ჩამოსვლას, ის არის ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი და როლი შეიტანა ამ ქვეყნის განვითარებაში და ბევრი გააკეთა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. მას აქვს სრული უფლება დაბრუნდეს იმ ქვეყანაში, რომლის წარმატებაშიც დიდი წვლილი აქვს,“ - განაცხადა ბოტკოველმა.




კომენტარები:

ფართი შოპი