ანა ბიბილაშვილი და ნიკა ჩერქეზიშვილი - მეტრო გოცირიძის სამუშაოს დასრულების ვადა წელიწადზე მეტია გავიდა, მერიამ კი ტერიტორიიდან საინფორმაციო ბანერები გააქრო

07 Sep 2021 14:45

“ლელოს” მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა ჩერქეზიშვილმა ბრიფინგი გამართეს და გოცირიძის  მეტროს სარეაბილიტაციო პროცესში არსებულ კორუფციაზე ისაუბრეს.



„გოცირიძის მეტროსადგურში  სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადების მძიმე დარღვევით მიმდინარეობს, მერია კი პასუხისმგებლობას არ იღებს,“-ამის შესახებ ბიბილაშვილმა ბრიფინგის დროს  ისაუბრა.


„გოცირიძის მეტროსადგურის რეკონსტრუქცია ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, რომელიც 2021  წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ პირობებში შესაძლოა შემდეგი წლის თებერვალშიც ვერ დასრულდეს.


ეს მეტრო სადგური საქალაქო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის საკვანძო მნიშვნელობის სადგურია, რომლითაც სარგებლობს ასიათასობით ადამიანი, როდესაც გადაადგილება ისედაც პრობლემურია.  არ შეიძლება ადამიანებს ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალება ჩაუკეტო. მერია კი აღნიშნულ პრობლემაზე განცხადებას არ აკეთებს, პირიქით ადგილიდან საბანერე ინფორმაციაც კი გააქრეს სადაც შევძლებდით გვენახა თუ როდისაა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა. პრობლემა არის სწრაფად მოსაგვარებელი, რადგან ქალაქისა და ადამიანებისთვის დღეებიც კი გადამწყვეტია. უნდა დასრულდეს რეაბილიტაცია და უნდა გაიხსნას საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც შეიძლება მოკლე ვადაში,“-განცახადა ბიბილაშვილმა.


მეტროსადგურ გოცირიძის გაჭიანურებულ რეკონსტრუქციაზე ისაუბრა,  ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა ჩერქეზიშვილმა.


“ მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა წელიწადზე მეტია გავიდა, მერიამ კი რაც ამ დროში გააკეთა მხოლოდ საინფორმაციო ბანერის ჩამოხსნა და გაქრობაა. ყოველი ვადის გასვლის შედეგ ხსნიან ბანერს, რაც ინფორმაციის წყაროს უკეტავს მაცხოვრებლებს. როდესაც ტრანსპორტი ამოძრავდება ნაძალადევი მაინც ჩაკეტილი დარჩება. მიმდებარე ტერიტორიაზე კი არის მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც უტრანსპორტობის გამო ფერხდება,“-განაცხადა ჩერქეზიშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი