„ვეჭვობ, რომ ამ პროექტსაც „ქართული ოცნება“ ჩააგდებს, რადგან ის ჩამოყალიბდა ძალად, რომელთანაც არანაირი მოლაპარაკება და ხელშეკრულება არ მოქმედებს“ - ლაშა დამენია

07 Sep 2021 14:50

ჩაგდებული ცვლილებები იქნება კიდევ ერთხელ ის ნაბიჯი, რომლითაც ევროკავშირს სცილდება „ქართული ოცნება“ ამიტომაც საქართველოს მოსახლეობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რაც შეიძლება მალე მოაშოროს იგი ხელისუფლებას.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია პარლამენტში დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს.


“ქართული ოცნება“ იქცა იმ ძალად, რომელთანაც არანაირი მოლაპარაკება და ხელშეკრულება არ მოქმედებს და ვეჭვობ, რომ ამ პროექტსაც ისინი ჩააგდებენ, თუმცა ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებიდან გამომდინარე შიშობს და ყველაფერში ეტყობა ეს ამიტომ ვეჭვობ, რომ ისინი ამ არჩევნების წაგების შიშით ამ პროექტს რათქმაუნდა ჩააგდებენ და მგონია, რომ ეს იქნება კიდევ ერთხელ ის ნაბიჯი, რომლითაც ევროკავშირს სცილდება „ქართული ოცნება“ ამიტომაც საქართველოს მოსახლეობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რაც შეიძლება მალე მოაშოროს იგი ხელისუფლებას.“ - განაცხადა დამენიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი