მამუკა ხაზარაძე - სააკაშვილის მორიგი წინასაარჩევნო განცხადება, საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ივანიშვილის და "ოცნების" წისქვილზე წყლის დასხმა და საერთო ოპოზიციური ფრონტისთვის გამარჯვებაში ხელის შეშლაა

07 Sep 2021 14:55

ასე ეხმაურება მამუკა ხაზარაძე გუშინდელ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც 2 ოქტომბრის არჩევნებზე ჩამოსვლა დაანონსა. მამუკა ხაზარაძის თქმით, 2 ოქტომბერს ოცნება დამთავრდება და დაიწყება საქმის კეთება.


"სააკაშვილის მორიგი წინასაარჩევნო განცხადება, საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ივანიშვილის და "ოცნების" წისქვილზე წყლის დასხმა და საერთო ოპოზიციური ფრონტისთვის გამარჯვებაში ხელის შეშლაა.


ამ გამარჯვების მისაღწევად "ლელო" აგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას არჩევნებში მონაწილე ნამდვილ ოპოზიციურ ძალებთან.

2 ოქტომბერს ოცნება დამთავრდება და დაიწყება საქმის კეთება." - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი